ზურაბ აბაშიძე: „პირდაპირი ფრენების აღდგენის გარკვეული მოოლოდინები არსებობს, თუმცა გადაწყვეტილება მოსკოვმა უნდა მიიღოს“

რუსეთთან ურთოიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე აცხადებს, რომ

-„პირდაპირი ფრენების აღდგენის გარკვეული მოოლოდინები არსებობს, თუმცა გადაწყვეტილება მოსკოვმა უნდა მიიღოს.

ჩვენი აზრით, პირდაპირი ფრენების აკრძალვა არ იყო სწორი. ადრეც გავაკეთეთ განცხადებები იმის თაობაზე, რომ მივესალმებოდით ფრენების აღდგენას, თუმცა, ამასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მოსკოვისგან უნდა მოვისმინოთ. იყო კომენტარი, რომ ვადების დასახელება ჯერ არ შეუძლიათ. შემდეგ იყო კომენტარი, რომ ამაზე მიმდინარეობს მსჯელობა. ამის წინააღმდეგი არავინ არის საქართველოში“, – განაცხადა რუსეთთან ურთოიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალურიმა წარმომადგენელმა, ზურაბ აბაშიძემ.

-„პირდაპირი ფრენების გაუქმება არასწორი გადაწყვეტილებაა. საქართველო რუსი ტურისტებისთვის უსაფრთხო ქვეყანაა და ფრენების აღდგენა ტურიზმის განვითარებას დაეხმარება“, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ. 

აბაშიძე-კარასინის მორიგი შეხვედრა მარტის დასაწყისში არის დაგეგმილი, რომელზეც ფრენების აღდგენის საკითხიც იქნება განხილული.

 

კომენტარები