ზურაბ გირჩ ჯაფარიძეს 2000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა

თბილისის საქალაქო სასამართლომ პოლიტიკური პარტია „გირჩის“ ლიდერი, ზურაბ  ჯაფარიძე ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად სცნო.  მას 2000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა.

ჯაფარიძის განცხადებით, სასამართლოს მიერ დაკისრებული ჯარიმის გადახდას არ აპირებს და სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს.

ის ლიდერი 18 ნოემბერს აქციის დაშლისას დააკავეს. მოგვიანებით ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.

გამოძიება ადმინისტრაციული კოდექსის 166-ე (წვრილმანი ხულიგნობა) და 173-ე (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) მუხლებით მიმდინარეობს, რაც 15 დღით თავისუფლების აღკვეთას ან ფინანსურ სანქციას გულისხმობს.

კომენტარები