ზურაბ დოიჯაშვილის საქართველოში ჩამოყვანა იგეგმება

მომღერალ ზურაბ დოიჯაშვილის საქართველოში ჩამოყვანა იგეგმება. ამის შესახებ ინფორმაციას კულტურის პალატის თავმჯდომარე დავით ოქიტაშვილი ავრცელებს. როგორც ცნობილია, ზურაბ დოიჯაშვილი ისრაელის ერთ-ერთი კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაშია და სწორედ რეანომობილით უნდა მოხდეს მისი ტრანსპორტირება, რაც ხარჯებთან არის დაკავშირებული:

“საქართველოს კულტურის პალატა რამდენიმე კვირაა მუშაობს პროექტზე, რომლის მეშვეობითაც ცნობილ ქართველ მომღერალ ზურაბ დოიჯაშვილს დავეხმარებით ფინანსურად და მძიმე სენით შეპყრობილს დავაბრუნებთ საქართველოში ისრაელიდან საჰაერო სამედიცინო რეანობილით.

უამრავი გულშემატკივარი გვეხმაურება უკანასკნელ დღეებში, გამოთქვამს დახმარების სურვილს. საქართველოს კულტურის პალატა ამზადებს მარათონს. კავშირი გვაქვს ზურა დოიჯაშვილის მეუღლესთან. ნებისმიერ მსურველს, რომელსაც უყვარს ზურა და მისი შემოქმედება, შეუძლია ჩაერთოს ამ საქველმოქმედო აქციაში. მოგვწერეთ საქარათველოს კულტურის პალატის ოფიციალურ ელექტრონულ ფოსტაზე gcc0106@gmail.com” – წერს დავით ოქიტაშვილი.

კომენტარები