„ზურაბ დოიჯაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, თუმცა არა კრიტიკული“

-„მომღერალ ზურაბ დოიჯაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, თუმცა არა კრიტიკული. 

დარეკეს ისრაელიდან და გვითხრეს, რომ ესაუბრნენ მკურნალ ექიმს რომელმაც სთქვა,რომ ზურა დოიჯაშვილის მდგომარეობა მძიმეა,მაგრამ არა კრიტიკული.ასე რომ მიმდინარეობს ინტენსიური მკურნალობა და იმედია მალე ყველაფერი კარგად იქნება. დოიჯას გაუმარჯოს”,– წერს მომღერალი ნუგზარ კვაშალი. 

მომღერალი ზურაბ დოიჯაშვილი ისრაელის ერთ-ერთ კლინიკაში მკურნალობს. ამ ეტაპზე ზუსტი დიაგნოზი დასმული არ არის. 

ოთხი დღის წინ გადაიყვანეს კლინიკაში, ჯერ ოპერაციაზე არაა საუბარი, აპარატზეა შეერთებული. პირველად ფილტვების პრობლემით 9 თვის წინ მოათავსეს კლინიკაში, ჯერ სიმსივნეს ვარაუდობდნენ, შემდეგ ფილტვის ტუბერკულოზს და უჟანგბადობას სისხლში.

კომენტარები