ზურაბ ნოღაიდელის თქმით, კითხვა თუ რომელ მხარეს რჩებოდა დავით გარეჯი პრეზიდენტმა სააკაშვილმა დასვა

ზურაბ ნოღაიდელმა „რუსთავი 2-ის“ ეთერში ის 2005 წლის უშიშროების საბჭოს დეტალები გაიხსენა, რომელზეც დავით გარეჯის საკითხი განიხილებოდა. ყოფილი პრემიერი ამბობს, რომ დავით გარეჯთან დაკავშირებით 1938 წლის რუკის შესახებ. ნოღაიდელი ვერ იხსენებს კონკრეტულ მომხსენებელს, მაგრამ ამბობს, რომ პირდაპირ და მკაფიოდ ითქვა, რომ ნებისმიერ შემთხვევაში, დავით გარეჯის კომპლექსის სამი სალოცავი აზერბაიჯანის მხარეს რჩებოდა.

„დაისვა კითხვა თუ რომელ მხარეს რჩებოდა დავით გარეჯის კომპლექსის ეს 3 სალოცავი და ძალიან პირდაპირ და მკაფიოდ, ყოველგვარი თუს გარეშე, იმის გარეშე, რომ ჩვენ გვაქვს ვთქვათ, მხოლოდ ეს საბუთები, ეს რუკები და სხვაგან სხვა რუკებია, ძალიან მკაფიოდ და პირდაპირ ითქვა, რომ ნებისმიერ შემთხვევაში ეს 3 სალოცავი აზერბაიჯანის მხარეს რჩებოდა. იქ მიღებულ გადაწყვეტილებებს შეჯამება გააკეთა პრეზიდენტმა სააკაშვილმა და არავის უშიშროების წევრებიდან განსხვავებული პოზიცია არ გამოუთქვამს. შესაბამისად, ეს იყო არა ერთ-ერთი აზრი, ეს იყო ერთადერთი აზრი“, – განაცხადა ნოღაიდელმა.

ყოფილი პრემიერი აკონკრეტებს, რომ კითხვა, რომელ მხარეს რჩებოდა დავით გარეჯი, პრეზიდენტმა სააკაშვილმა დასვა და მომხსენებლის პასუხის შემდეგ თქვა, რომ მთავარ ამოცანად რჩება ძეგლების რესტავრაცია და ქართულ სალოცავებად შენარჩუნება.

კომენტარები