ზურაბ ჟვანიას შვილს, ბუსა ჟვანიას სასამართლომ 3-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ჟვანიას შვილს, ბუსა ჟვანიას სასამართლომ 3-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, მისჯილი 3 წლიდან ბუსა ჟვანია პენიტენციურ დაწესებულებაში წელიწადნახევარს გაატარებს, დანარჩენი წელიწადნახევარი კი პირობითად ჩაეთვლება.

ის  ბიზნესმენ გოგი თოფაძის შვილიშვილის, ლევან თოფაძის განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს.

ბუსა ჟვანიას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლიდან – განხზრახ მკვლელობის მცდელობიდან 117-ე მუხლით გადაუკვალიფიცირდა, რაც სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

თბილისში ბიზნესმენ გოგი თოფაძის შვილიშვილი ლევან თოფაძე 2020 წლის 2 აგვისტოს დაჭრეს. სამართალდამცავებმა ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ჟვანიას შვილი, ბუსა ჟვანია დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, 2 აგვისტოს, გამთენიისას, ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე ლევან თოფაძის საცხოვრებელი სახლის აივანზე, ბუსა ჟვანიამ ლევან თოფაძეს განზრახ მოკვლის მიზნით დანის რამდენჯერმე დარტყმით, სიცოცხლისათვის საშიში დაზიანებები მიაყენა, მათ შორის შემავალი ჭრილობები სახით გულმკერდის წინა და უკანა ზედაპირზე. ასევე ნაკვეთი ჭრილობა კისრის გვერდითა ზედაპირზე და ყურის ნიჟარაზე. მსუბუქად დაჭრილი იყო თავად ჟვანიაც.

კომენტარები