ზურაბ ქუმსიაშვილი: შხამებია ჩვენს სუფრაზე! იცით მაინც, რომ ყოველდღე შხამს მიირთმევთ?

გვესაუბრება საქართველოს პროფილაქტიკური მედიცინის მეცნიერებათა აკადემიის და საქართველოს ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი, მეტაფიზიკურ მეცნიერებათა კვლევითი ცენტრის დირექტორი, საქართველოში ინტეგრალური და ინფორმაციული მედიცინის ცენტრის დამაარსებელი, პროფესორი ზურაბ ქუმსიაშვილი:

იმას, რასაც ჩვენ ხშირად საკვებს ვეძახით, არავითარი კავშირი ბუნებასთან არ გააჩნია. სწორედ ასეთი საკვებით იკვებება დღეს უმრავლესობა. შედეგიც აშკარაა. ბევრი ადამიანი იღუპება იმ დაავადებებით, რომელთა თავიდან აცილება სავსებით შესაძლებელია. უბრალოდ, ყოველდღიურად ვიწამლავთ თავს კვების პროდუქტებით. ადამიანი ყოველწლიურად საკვებთან ერთად იღებს 3 კილოგრამ სხვადასხვა ქიმიურ ნივთიერებას – პესტიციდებს, საღებავებს, ემულგატორებს, კონსერვანტებს, გემოს და სუნის გამაძლიერებლებს. მაგალითად, ვაშლს კანადაში სეზონის განმავლობაში 70-ჯერ წამლავენ სხვადასხვა ქიმიკატებით. ამის შედეგი კი ის არის, რომ არცერთ ჭიას არ შეუძლია მისი ჭამა, ჩვენ კი ვჭამთ.

მხოლოდ ბრიტანეთში ყოველწლიურად დაახლოებით 40 ათასი ადამიანი კვდება ფასტ-ფუდის და სხვა მაწყინარი საკვების მოხმარების შედეგად. როგორც აღნიშნავს დიდი ბრიტანეთის ჯანმრთელობის და სამედიცინო დახმარების ხარისხის ნაციონალური ინსტიტუტი, გულსისხლძარღვთა დაავადებები წარმოადგენს სიკვდილიანობის ძირითად მიზეზს. ყოველწლიურად ამ დაავადებებისგან დაახლოებით 150 ათასი ბრიტანელი იღუპება. ექსპერტები თვლიან, რომ აქედან 40 ათასი სიკვდილის აცილება შესაძლებელია საკვების ხარისხის გაუმჯობესებით.

რძისა და რძის პროდუქტების თითქმის 80 პროცენტი შეიცავს ბუნებრივი კარაქის იაფ შემცვლელს – პალმის ზეთს, რასაც დიდი მოგება მოაქვს მწარმოებლებისთვის. იგი არ იშლება ჩვენს ორგანიზმში და მოსახლეობის ჯანმრთელობის მორიგ გამანადგურებელს წარმოადგენს.

სტეროიდულ ჰორმონებს ფართოდ იყენებენ საქონლის კუნთოვანი მასის გასადიდებლად და, შესაბამისად, ხორცი იაფი ჯდება. სტეროიდული ჰორმონებია ყველაზე საშიში ჯანმრთელობისთვის, რადგან ისინი ცხოველთა ორგანიზმში არ იშლება და უძლებს დუღილს და ხანგრძლივ შენახვას. ჰორმონები გროვდება ორგანიზმში და შემდგომში არღვევს ნივთიერებათა ცვლას. მამალი ორი-სამი კვირა რომ ვკვებოთ მარცვლით, რომელსაც დამატებული აქვს ქალის სასქესო ჰორმონები, ქათმად გადაიქცევა. მართალია, კვერცხს ვერ დადებს, მაგრამ ბიბილო დაუმოკლდება და ბუმბული გაუხუნდება. ხორცთან და რძესთან ერთად ადამიანები იღებენ ჭარბ ჰორმონებს, ამიტომ არ უნდა გვიკვირდეს ონკოლოგიურ დაა

ვადებათა ზრდა, სექსუალური ფუნქციების დასუსტება, ქალთა უნაყოფობა და მამაკაცთა ფემინიზაცია.
დღემდე ღიად რჩება საკითხი, თუ რამდენად საშიშია გენეტიკურად მოდიფიცირებული (გმ) პროდუქტები. ცხოველებზე ჩატარებულმა ექსპერიმენტებმა აჩვენა, რომ გმ პროდუქტები იწვევს უჯრედების პოტენციურ სიმსივნურ ზრდას, ტვინის, ღვიძლის მოცულობის შემცირებას, მამაკაცთა სასქესო ჯირკვლების ნაწილობრივ ატროფიას, იმუნიტეტის დასუსტებას, ცრუ ორსულობას და სხვა ანომალიებს, შესაბამისად, სიკვდილიანობის ზრდას. მიუხედავად ამისა, ბიოტექნოლოგიური ინდუსტრიის მესვეურები ჯიუტად აცხადებენ, რომ გმ პროდუქტები უარყოფითად არ მოქმედებს ადამიანის ჯანმრთელობაზე. როგორც ბოლოდროინდელი გამოკვლევები ადასტურებს, ეს მცდარი შეხედულებაა. მას შემდეგ, რაც გმ სოია შეიტანეს დიდ ბრიტანეთში, მის მიმართ ალერგიის შემთხვევების რაოდენობა 50 პროცენტით გაიზარდა. მოიმატა დაავადებათა საერთო რაოდენობამაც. აშშ-ში ჩატარებული კვლევების თანახმად, გმ პროდუქტების ფართოდ გამოყენება მასობრივ დაავადებათა მიზეზი გახდა.

მხოლოდ გმ სოიისგან მთელ მსოფლიოში აწარმოებენ 400-ზე მეტ კვების პროდუქტს. გენმოდიფიცირებულ ორგანიზმებს (გმო) ინგრედიენტებად იყენებენ მაიონეზების, ლუდის, სოუსების, კეტჩუპების, იოგურტების, სწრაფად მოსამზადებელი სუპების, კამფეტების, შოკოლადის, სასმელების და სხვა პროდუქტების წარმოებაში. ასევე ფართოდ იყენებენ ტრანსგენური სიმინდის, ლობიოს, პამიდორის, კარტოფილის, ვაშლის, ბანანისა და სხვა ხილ-ბოსტნეულის ნაწარმებს. გმო-ს პირველი მსხვერპლები აღმოჩნდნენ ტარაკანები. ისინი ახლოსაც არ ეკარებიან ასეთ საკვებს, რაც გარკვეულ ინდიკატორად შეიძლება გამოდგეს. ასევე არ ჭამენ თაგვები გენეტიკურად შეცვლილ პროდუქტებს.

ენერგეტიკული სასმელი “რედ ბული” კოფეინთან, ტაურინთან და ვიტამინურ კომპონენტებთან ერთად შეიცავს გლუკურონლაქტონს, რომელიც გასული საუკუნის 60-იან წლებში აშშ-ს თავდაცვის სამინისტროს მიერ გამოყენებული იყო ვიეტნამში განლაგებული ჯარის მორალური და საბრძოლო სულისკვეთების სტიმულაციისთვის, რადგან იგი მოქმედებდა როგორც ჰალუცინოგენი და დამამშვიდებელი სტრესულ პირობებში. თუმცა, მისი ეფექტი ორგანიზმისთვის იმდენად დამანგრეველი აღმოჩნდა, რომ ამ ნივთიერების გამოყენება აკრძალეს, რადგან ჯარისკაცებში, რომლებიც მას იყენებდნენ, გაიზარდა თავის ტკივილის, თავის ტვინის და ღვიძლის კიბოს შემთხვევები. ენერგეტიკული სასმელი ასევე შეიცავს სისხლის გამათხელებელ კომპონენტებს. სასმელის მავნეობა ბევრად იზრდება ალკოჰოლთან ერთად მიღებით. რიგ ქვეყნებში აკრძალულია ადამიანის ნერვულ სისტემაზე მასში შემავალი ტაურინის მოქმედების გამო. თუმცა ფრანგი ექიმები იძულებულნი გახდნენ, დაეკანონებინათ ავსტრიაში წარმოებული საქონლის გაყიდვა, რადგანაც, ევროკავშირის წესების თანახმად, არ შეიძლება ევროკავშირის ქვეყნებში წარმოებული საქონლის აკრძალვა, თუ ჯანმრთელობაზე მისი მავნეობა არ იქნა დამტკიცებული. თუმცა, საფრანგეთში მოსახლეობას აფრთხილებენ, თუ რა ზიანი შეიძლება მოუტანოს ადამიანს, განსაკუთრებით, ფეხმძიმე ქალებს და ბავშვებს, ამ სასმელის უზომოდ გამოყენებამ.

რისკების შეფასების ინსტიტუტში (გერმანია) შეადგინეს მაღალი რისკის კვების პროდუქტთა სია, სადაც მოხვდა ღვიძლი, ვირთევზა, გველთევზა, არაქისი, რძის პროდუქტები. პირველი ადგილი უჭირავს ჩიფსებს და გაზიან წყლებს. ჩიფსები შეიცავს მრავალ კანცეროგენს. ამერიკელმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ყოველდღიურად რამდენიმე ქილა გაზიანი სასმელის მიღება მნიშვნელოვნად ამცირებს სიცოცხლის ხანგრძლივობას. იგი იწვევს ძვლების დაშლას, თავის ტვინის პათოლოგიურ ცვლილებებს. ასეთივე ცვლილებას იწვევს ტკბილი სასმელების სისტემატური მიღება. მნიშვნელოვნად იზრდება სიმსუქნისა და დიაბეტის რისკიც. მათი უმრავლესობა შეიცავს ასპარტამს, შაქრის ხელოვნურ შემცვლელს. მისი დიდი რაოდენობით მოხმარება იწვევს მანიაკური დეპრესიის, პანიკის, სიბრაზისა და ძალადობის განვითარებას.

მეორე ადგილზეა “ფასტფუდი”, განსაკუთრებით, თუ კარტოფილის შესაწვავად იყენებენ ნახმარ ზეთს, რომელიც მდიდარია კანცეროგენებით.

მესამეა ძეხვები, დაშაშხული პროდუქტები, რომლებიც შეიცავს გმ სოიას და დამუშავების პროცესში წარმოქმნილ ბენზპირენს.

მეოთხე ადგილზეა ბოსტნეული და ხილი. თვით ყველაზე სასარგებლო და ნატურალური პროდუქტი, შესაძლოა, შხამად იქცეს, თუ იგი მოყვანილია ტრასის გასწვრივ ან ქარხნის მახლობლად, რის გამოც პროდუქტში გროვდება ბენზპირენი და კიბოს გამომწვევი სხვა ნივთიერებები.

მეხუთეა მარგარინი, ცხიმის ყველაზე მავნე სახეობა. მისი შემცველი ყველა პროდუქტი მავნეა.
გრანადის უნივერსიტეტის მეცნიერებმა დაადგინეს, რომ “ფასტფუდის” მუდმივ მომხმარებლებს, სხვებთან შედარებით, ხშირად აღენიშნებოდათ დეპრესია და აგრესია. მათ, როგორც წესი, ხშირად აწუხებთ შეშუპება, მარილების დაგროვება, თირკმლის პრობლემები, მაღალი წნევა. დიდ საშიშროებას წარმოადგენს ნახშირწყლებით მდიდარი საჭმლის, მაგალითად, კარტოფილის თბური დამუშავება. ამ დროს წარმოიქმნება აკრილამიდი, კარცეროგენური ნივთიერება. აკრილამიდი აზიანებს გენებს და იწვევს ონკოლოგიურ დაავადებებს. იგი ასევე აზიანებს ნერვულ სისტემას და იწვევს უნაყოფობას. კარტოფილის ჩიფსებში აკრილამიდის შემცველობა დასაშვებ დოზას 500-1000-ჯერ აღემატება.

რომელიმე თქვენგანი თუ დაფიქრებულა იმაზე, დიდხანს რატომ არ ფუჭდება “მაკდონალდსის” ჰამბურგერები? მინიმუმ 12 წელი შესაძლებელია მათი შენახვა უცვლელად, რა თქმა უნდა, კონსერვანტების საშუალებით. გმირობის ტოლფასია შეფმზარეულის ჯეინ ოლივერის საქციელი, რომელმაც სარჩელი შეიტანა მსოფლიოში უდიდესი სწრაფი კვების ქსელების წინააღმდეგ. მან მსოფლიოს უჩვენა, თუ რისგან ამზადებდნენ მაკდონალდსის “ქიმიურ” ჰამბურგერებს. საქონლის ცხიმს “რეცხავენ” ამონიუმის ჰიდროქსიდით და შემდეგ უმატებენ ჰამბურგერს, რის გამოც საკვები მავნე ხდება. ხშირ შემთხვევაში იყენებდნენ დაბალი ხარისხის ხორცსაც. ოლივერმა პროცესი მოიგო, ფირმამ კი განაცხადა, რომ რეცეპტს შეცვლიდა.

დიდ საშიშროებას წარმოადგენს ანტიბიოტიკების შემცველი ქათმის ხორცი. განსაკუთრებით იგი ბავშვებისთვისაა საშიში. ასეთი ხორცი ხელს უწყობს ანტიბიოტიკების მიმართ რეზისტენტული ბაქტერიების გამრავლებას. ინტენსიურმა ანტიბიოტიკურმა თერაპიამ გამოიწვია, პრაქტიკულად, ყველა არსებული ანტიბიოტიკის მიმართ რეზისტენტულ მიკროორგანიზმთა შტამების წარმოქმნა. ამიტომ იქმნება ახალი უფრო ძლიერი პრეპარატები, რასაც მოჰყვება უფრო და უფრო მდგრადი ბაქტერიების წარმოშობა. მეფრინველეობაში ანტიბიოტიკების უზომო გამოყენება წარმოადგენს იმის მიზეზს, თუ რატომ არის ძირითადი სამკურნალო პრეპარატები არაეფექტური ან ნაკლებად ეფექტური ადამიანის დაავადებათა სამკურნალოდ. გარდა ამისა, ფრინველებს ხშირად კვებავენ გმ საკვებით. სამწუხაროდ, ჩვენთან არ არსებობს კომბინირებული საკვებისა და ვეტერინარიული პრეპარატების მაკონტროლებელი დამოუკიდებელი ლაბორატორიები.

მრავალი შხამის დასახელებას ეტიკეტზეც ამოიკითხავთ: ნატრიუმის ნიტრატი, პროპილენგლიკოლი, საქარინი, ასპარტამი, ფოსფორმჟავა, ჰიდროგენიზირებული ცხიმი და ა.შ. პროდუქტებს მიმზიდველი ფერის მისაცემად უმატებენ საღებავებს, რომელთა უმრავლესობა საკმაოდ მავნეა. ასევე მავნეა მადის მომგვრელი სხვადასხვა პრეპარატებიც. მაგალითად, გემური თვისებების გასაუმჯობესებლად იყენებენ ნატრიუმის გლუტამინატს, რომელიც ორგანიზმში მოხვედრისას სისხლის საშუალებით ადვილად იჭრება ტვინში და იწვევს საკვებით გამოწვეულ ტკბობას და მისი კვლავ მიღების სურვილს. ნატრიუმის გლუტამინატი, რომელსაც ხშირად შეხვდებით კვების პროდუქტებში, გამოუსწორებელ ზიანს აყენებს მოზარდის ტვინს. ნატრიუმის გლუტამინატი ნარკოტიკივით მოქმედებს. ბავშვი ასეთ საკვებზე დამოკიდებული ხდება და ხშირად უარს ამბობს სახლში მომზადებულ კერძებზე. ნატრიუმის გლუტამინატი ზიანს აყენებს მხედველობასაც, რაც ერთჯერადი მიღებითაც კი შეიძლება გამომჟღავნდეს. მისი ხანგრძლივი ხმარება იწვევს თვალის ბადურის დაშლას. ბავშვები ვერ იღებენ ზრდა-განვითარებისთვის აუცილებელ საჭირო მიკროელემენტებს და ვიტამინებს, რადგან ასეთი საკვები მათ არ შეიცავს. საბოლოო ჯამში, აშკარაა სწავლაში ჩამორჩენა, დაავადებები და ქცევის პრობლემები (მაგალითად, ფართოდ გავრცელებული ჰიპერაქტიურობა). ნატრიუმის გლუტამინატს დიდი რაოდენობით შეიცავს სწრაფი კვების პროდუქტები. მიუხედავად მავნე გავლენისა, მისი გამოყენება დღესდღეობით მაინც არ არის აკრძალული.

 

კომენტარები