ზურაბ ქუმსიაშვილმა კორონავირუსის წინააღმდეგ პრეპარატი “Nano Silk” შექმნა!

რა არის “Nano Silk”-ი?  როგორ შეიქმნა და რამდენად ეფექტურია კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით?

გვესაუბრება საქართველოს პროფილაქტიკური მედიცინის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, ბიოინჟინერიის ცენტრის უფროსი მეცნიერი, ინტეგრალური და ინფორმაციული მედიცინის სპეციალისტი, პროფესორი ზურაბ ქუმსიაშვილი:


– “Nano Silk” არის ინოვაციური ტექნოლოგიით შექმნილი ბუნებრივი და ეკოლოგიურად სუფთა პრეპარატი, რომელიც წარმოადგენს მძლავრ ბარიერს ვირუსების წინააღმდეგ  და მაქსიმალურად იცავს ჯანმრთელ უჯრედებს. ის სრულიად უვნებელია ადამიანის ორგანიზმისთვის და არ იწვევს გვერდით მოვლენებს. “Nano Silk”-ით ინჰალაციის დროს, ფილტვებში იქმნება ნანობარიერი, რაც აფერხებს ვირუსების ჯანმრთელ უჯრედებში შეღწევას. ასევე, პნევმონიის დროს ხელს უშლის ფილტვებში ფიბროზული პროცესების ჩამოყალიბებას. ის არის სამკურნალო პრეპარატიც და პრევენციული საშუალებაც.

 

 – რა არის კორონავირუსი და როგორ აზიანებს ორგანიზმს?

 

 

 – კორონავირუსი და ზოგადად ყველა ვირუსი არის გენეტიკური კოდის ნაწილი, ანუ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ ააწყოს ცილები. ვირუსებმა დიდი ევოლუცია განიცადეს იმისთვის, რომ დაიმორჩილოს უჯრედი და მუდმივად განიცდიან მუტაციას. ვირუსი 100%-ით დამოკიდებულია უჯრედზე. უჯრედში მოხვედრისას იგი იწყებს ცილების სინთეზირებას. ასევე შეუძლია ნუკლეინის მჟავის დონეზე დაიმორჩილოს უჯრედის ზოგიერთი სისტემა. ის ურთიერთობაში შედის რიბოსომასთან და ცვლის უჯრედს. ჩვენს ცენტრში შექმნილი “Nano Silk”-ი არის საუკეთესო ნანობარიერი ნებისმიერი ვირუსისთვის, რომელიც მაქსიმალურად ზღუდავს ვირუსის მოხვედრას ჯანმრთელ უჯრედებში და აფერხებს ნებისმიერ ვირუსულ შეტევას.

 

 

 – როგორ  მზადდება  “Nano Silk”-ი და რა ტექნოლოგიებს იყენებთ მისი შექმნისთვის?

 

 

 – “Nano Silk”-ის შექმნაში ჩვენს ცენტრს დიდი დახმარება გაუწია ქართული მეაბრეშუმეობის სპეციალისტმა, სახელოსნო „აბრეშუმხვიას“ დამფუძნებელმა, წიგნის „აბრეშუმხვიას სასიცოცხლო მნიშვნელობა“-ს (შეიქმნა თურქეთის საელჩოს დაკვეთით) ავტორმა,  ქალბატონმა ლამარა ბეჟაშვილმა. “Nano Silk”-ი მზადდება იმ სეკრეტორული ნივთიერებებისგან, რომლისგანაც ქართული აბრეშუმის ჭია რთავს აბრეშუმის ძაფს. აბრეშუმის ჭია გამოიმუშავებს სერიცინს (წებოვანი ცილა) და ცილა ფიბროინს (ძაფი), რომლებიც შეიცავენ ამინომჟავებს: სერინი, თრეონინი, გლიცინი, ალანინი, თიროზინი და გლუტამინის მჟავა. სპეციალური აპარატურით და შესაბამისი ტექნოლოგიური პროცესის გავლით, მიიღება “Nano Silk”-ი.

 

 

 – როგორ  უნდა გამოიყენოს  ვირუსით დაავადებულმა  პაციენტმა “Nano Silk”-ი  და შეიძლება თუ არა, რომ  ჯანმრთელ ადამიანებმაც გამოიყენონ  პრევენციის მიზნით?

 

 

 – “Nano Silk”-ი არის 750 მილილიტრი. ინჰალაციისთვის ერთ ჯერზე საკმარისია 100 მილილიტრი და დასალევად 50 მილილიტრი დღეში ორჯერ. სითხეს ასევე მოყვება ჩაი – “Nano Silk Tea”, რომელიც შეიძლება მივიღოთ დღეში სამჯერ. ეს საშუალებები შეიძლება გამოიყენოს ვირუსით დასნებოვნებულმაც და ჯანმრთელმა ადამიანმაც.

 

 

 – როგორ უნდა დაგიკავშირდეთ და სად უნდა მოვიძიოთ ინფორმაცია თქვენი ცენტრის შესახებ?

 

ჩვენ გვაქვს ოფისი აღმაშენებელზე – N 154; 

 ფეისბუქზე გვერდი: https://www.facebook.com/nanostructuralwater/ 

ჩვენი ნომერია:  599 68 34 43

კომენტარები