ზურაბ ხაჩიძე: „ხათუნას ფილტვში სიმსივნე ზომაში ძალიან დაპატარავებულია. რამდენიმე დღის წინ მამა ნაუმიმ ხათუნა დალოცა“

-„ხათუნას ფილტვში სიმსივნე ზომაში ძალიან დაპატარავებულია. რამდენიმე დღის წინ მამა ნაუმიმ ხათუნა დალოცა და ისრაელიდან ჩამოსვლის შემდეგ მასთან დაიბარა. რომ ჩამოხვალ, აუცილებლად მოდი ჩემთან და პასუხი მითხარი, ექიმები რას გეტყვიანო.

ეს მართლაც სასწაულია ხალხო, სიმსივნე ძალიან დაპატარავებული იყო. ბოლო თვეებია დიდ თანაგრძნობას ვგრძნობ საზოგადოებისგან. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ყველას დიდი მადლობ ვუთხრა ამ მხარდაჭერისთვის. ამდენი ადამიანის ლოცვას იმხელა ძალა აქვს, დარწმუნებული ვარ, ყველაფერი კარგად იქნება. მადლობა ყველას და მათ შორის თქვენ – ჟურნალისტებს, ვინც ჩვენს მიმართ კეთილგანწობილია და მხარს გვიჭერთ“,  – განაცხადა მომღერალმა და სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორის მოადგილემ, ზურაბ ხაჩიძემ.

კომენტარები