ზურაბ ხიზანიშვილი – „უნდა შევძლოთ – ჩვენი მუხტი ყველა მოთამაშემდე მაქსიმალურად უნდა მივიტანოთ“

-„რამდენადაც ცოტა დრო რჩება, იმდენად იმატებს მღელვარება უმნიშვნელოვანესი მატჩის წინ. ეს პირადად ჩემთვის და ჩვენი თაობის ყველა ფეხბურთელისთვის გამორჩეული თამაშია. ფეხბურთელებთან ერთად, ჩვენც, ნაკრების ყოფილ წევრებს, მწვრთნელებს თუ გულშემატკივრებს, ეს გამარჯვება ყველას გვჭირდება და მიუხედავად ცარიელი ტრიბუნებისა, უნდა შევძლოთ, რომ ჩვენი მუხტი ყველა მოთამაშემდე მაქსიმალურად მივიტანოთ. წარმატებები ჩვენს ეროვნულ გუნდს და საქართველოს!“, – წერს სოციალურ ქსელში, „ჯვაროსნების“ ყოფილი მცველი და კაპიტანი  ზურაბ ხიზანიშვილი.

საქართველოს ნაკრები ბელარუსს თბილისში, 8 ოქტომბერს, ბორის პაიჭაძის სახელობის „დინამო არენაზე“ შეხვდება, მატჩი 20:00 საათზე დაიწყება.

კომენტარები