ზურაბ ჯაფარიძე: „შენ და მეორე ირაკლიმ, რომელიც ასევე ვითომ ქვეყანაზე ზრუნავს, გადაა…თ ერთმანეთს“

პოლიტიკური გაერთიანება „გირჩის“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე, შს მინისტრობის კანდიდატს ირაკლი ღარიბაშვილს სოცქსელში პასუხობს:

„ცოტა ხნის წინ პარლამენტში თქვი ბიბლიური თავისუფლება სექტაა, რომელიც ძირს უთხრის სახელმწიფოებრიობას და ქვეყნის უსაფრთხოებასო…
8 წელია გიყურებ და შენთვის უსაფრთხოების ან ეკონომიკის საკითხების ახსნას რომ აზრი არ აქვს, ვიცი.
ამიტომ, იმედი მაქვს ეს მხოლოდ სტანდარტული და უკვე ტრადიციად ქცეული ბაქიბუქია, რომელიც ასავალ-დასავალის მკითხველ ელექტორატზეა გათვლილი.
შენ და მეორე ირაკლიმ, რომელიც ასევე ვითომ ქვეყანაზე ზრუნავს, გადაა…თ ერთმანეთს,
მაგრამ, თუ მართლა რამე ნაბიჯების გადადგმას აპირებ რომ ახალგაზრდები ისევ მონებად აქციო – ასავალ-დასავალში გახვეულს დაგტოვებთ თავდაცვის სამინისტროს სადარბაზოს შესასვლეთან“.

„გირჩის“ მიერ დაფუძნებულმა  ორგანიზაციამ სამხედრო სავალდებულო სამსახურისგან 7 ათასამდე ადამიანი გათავისუფლა.

შს მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა:

„ჩვენი ოპონენტების ნაცმოძრაობისა და იმათთან აფელირებული წევრების ე.წ. გირჩის ინიციატივას, რომლის ფარგლებშიც ხდება პირდაპირი დეგრადაცია ჩვენი საზოგადოების, ეს არის ჩვენი მომავალი თაობის დეგრადაციის მცდელობა, რაც ყოვლად დაუშვებელია“.

კომენტარები