ზურას მკვლელიც, გირგვლიანის მკვლელიც, შარაძის მკვლელებიც – ყველა გაქოცებულია! – ლალი ანთია:

 – “წინასწარ თუ არ იყო დაგეგმილი ზურაბის მკვლელობა… ზურა პირველ საათზე კარგ ხასიათზე იყო, მე ველაპარაკე, ეს ხომ ცნობილი ფაქტია – პრეზიდენტებთან მივდივარ შეხვედრაზეო და,

ღამის 5 საათზე მერაბიშვილი აცხადებს – პრემიერი გაიგუდაო!

საიდან მოვიდა ეს დადგმული სპექტაკლი? ზურა რომ მოკლულია, სხვა აზრი არ არსებობს, დღეს ზურას მკვლელიც, გირგვლიანის მკვლელიც, შარაძის მკვლელებიც – ყველა გაქოცებულია და ყველა თანამდებობის პირია!

სადაა 2012 წლის ერთგული ხალხი?! ბიძინასგან უკეთეს მომავალს ელოდებოდა, არა იმას, რაც დღეს ხდება, ადეიშვილის და ახალაიების კლანები,  50 მილიონერი პარლამენტში… და საიდან ეს მილიონებიიიი?”

 – წერს ზურაბ ჟვანიას მეგობარი და თანამებრძოლი, ლალი ანთია

კომენტარები