ზურა სიხარულიძე: თუ ბავშვს ასეთ ცვლილებებს შეატყობთ, დაუყოვნებლივ მიმართეთ ფსიქიატრს ან ნარკოლოგს!
– “2 დღეა მინდა გიამბოთ ჩემი წუხილის შესახებ, მაგრამ რამდენჯერმე შევიკავე თავი, ვინაიდან არ მინდა ვინმეს ზიანი მივაყენო. თუმცაღა, მაინც გადავწყვიტე დამეფიქსირებინა ჩემი აზრი. სიტუაცია ეხება რამდენიმე დღის წინ ერთი პაციენტისგან მოსმენილ ისტორიას.
მოვისმინე ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ ერთობიან 13 -16 წლის ბავშვები დღეს. დავრწმუნდი, რომ ეს პოპულაცია ძალიან კარგად ერკვევა ქიმიაში, გარდა ამისა, ინტერნეტიდან, ტელეგრამიდან ან სხვა კობერ სივრციდან შეუძლიათ გამოიწერონ ნარკოტიკი, რასაც ემატება კომპუტერული თამშები ნარკოტიკის ზემოქმედების ქვეშ. ძირითადი ნივთიერება, რაზეც ხელი მიუწვდებათ ამ ადამიანებს არის სპაისები.
რას უნდა მივაქციოთ ყურდღება რომ ჩავწვდეთ სიტუაციის არსს?
1. ხასითის ცვლილებადოვა (ზედემეტად აღზნებული ან პირიკით დეპრესიული ფონი)
2. აგრესიულობა
3. მარტო ყოფნის სურვილი
4. უძილობა
5. გაურკვეველი თანხების მოთხოვნა
6. გაურკვევლი პანიკური შიშები და ფობიები
6 თავის ტკვილები და არტერიული წნევის ცვალებადობა
7. არარეალური აზრები და იდეები
8. სუიციდური აზრები და ტენდენციები
ეს ყველაფერი შეიძლება იყოს როგორც ნარკოტიკის მოხმარების, აგრეთვე კომპუტერული თამაშების შედეგად გამოწვეული
მშობლებს და პედაგოგებს თუ შემაჩნევთ ასეთ ცვლილებეს დაუყონვნებლივ მიმართეთ ნარკოლოგს ან ფსიქატრს, რათა გამოირიცხოს სამომავლოდ მძიმე შედეგები” – წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ექიმი ზურა სიხარულიძე.