ზურა ჯაფარიძის შვილს კორონავირუსი დაუდასტურდა – „გირჩი” აქტივობებს წყვეტს

-„კოსტას, უმცროს შვილს, მოუვიდა დადებითი პასუხი კოვიდ-ტესტზე.

მაღალი სიცხე ჰქონდა 3 დღე (სხვა არანაირი სიმპტომი არ ჰქონია) და საავადმყოფოში გადავიყვანეთ.

ამჟამად ბევრად უკეთესადაა.

სხვა ოჯახის წევრები კარგად ვართ, მათ შორის ნატა დაიტესტა და უარყოფითი პასუხი მოვიდა.

სამწუხაროდ ჩემი საჯარო აქტივობები უნდა შევზღუდო.

კამპანიას მხოლოდ ონლაინ რეჟიმში გავაგრძელებ.

31-ში უნდა მოვიგოთ“, – წერს სოციალურ ქსელში „გირჩის“ ლიდერი, ზურა ჯაფარიძე.

 

კომენტარები