„ზური, ჩემო ძმაო. არ ხარ შენ ის კაცი, ასე ადვილად რომ ნებდებოდე რაღაცებს! იცი შენ, რომ მთელი საქართველო“ – ბესო ჩუბინიძე ზურა დოიჯაშვილზე

-„ზური, ჩემო ძმაო. არ ხარ შენ ის კაცი, ასე ადვილად რომ ნებდებოდე რაღაცებს! იცი შენ, რომ მთელი საქართველო შენთანაა და შენზე ლოცულობს, ისიც იცი, რომ ყველას გვიყვარხარ, ძმაო და ისიც იცი, რომ ნებისმიერ ომში შენ გვერდით ვართ ხოლმე.

პირველი ფოტო 1998 წელს გადავიღეთ ჩემი „ვარსკვლავების“ რედაქციაში და მაგ დღის მერე ვძმაკაცობთ,ზური. ეს მეორე სქრინ-ფოტო ჩვენი ბოლო საუბრისასაა გადაღებული. ჰოდა, ხომ გახსოვს, რით დავამთავრეთ საუბარი მაგ დღეს? ,,ნიჩივო, ბრაატ”, ყველაფერი კარგად იქნებაო, მითხარი. ჰოდა, რა ვიცი, ძმაო, მე შენგან დანაპირების არასრულება არ მსმენია“, – წერს ჟურნალისტი ბესო ჩუბინიძე სოციალურ ქსელში.

მომღერალი ზურა დოიჯაშვილი ისრაელის კლინიკაშია. ის მართვითი სუნთქვის აპარატზეა მიერთებული.

 

კომენტარები