„თავად კალაძის გადასაწყვეტია… – ჩვენი სურვილია, „ქართული ოცნებიდან” მერობის კანდიდატი“

პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა:

„გავრცელებული ინფორმაცია, არჩილ თალაკვაძის „ქართული ოცნება“ თბილისის მერობის კანდიდატად დაასახელებს, სიმართლეს არ შეესაბამება. ჩვენ გვყავს ჩვენი კანდიდატი მერობისთვის. რა თქმა უნდა, კანდიდატი კახა კალაძე იქნება.

მგონი, ჩვენი თანამოქალაქეები ხედავენ, თუ რამხელა ძვრები გამოიწვია კახა კალაძის მერობამ თბილისში, ხედავთ, როგორი ურბანული ძვრებია ეკოლოგიური თუ ინფრასტრუქტურული მიმართულებით.

თავად კალაძის გადასაწყვეტია, მას სურს თუ არა, რომ ამ ბრძოლაში შევიდეს, ჩვენი სურვილია, „ქართული ოცნებიდან” მერობის კანდიდატი ის იყოს“.

კომენტარები