თავდასხმა ვენაში — დაიღუპა სულ მცირე 4 ადამიანი – სპეცოპერაციისას მოკლული თავდამსხმელი ე.წ. ისლამური სახელმწიფოს მიმართ სიმპათიით იყო განწყობილი

ვენაში სპეცოპერაციის დროს მოკლული თავდამსხმელი ტერორისტული დაჯგუფება ე.წ. ისლამური სახელმწიფოს მიმართ სიმპათიით იყო განწყობილი. ამ ინფორმაციას გამოცემა „გარდიანი“ ავრცელებს.

-„თავდამსხმელი კარგად იყო შეირაღებული.  ვრცელდება ინფორმაცია, – ასაფეთქებელი ქამარი, რომელიც მას ეკეთა, ყალბი იყო.

მოსახლეობას მოვუწოდებ, თავი შეიკავონ სახლიდან გასვლისგან, ასევე საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობისგან“, – განაცხადა ავსტრიის შინაგან საქმეთა მინისტრმა, კარლ ნეჰამერიმ.

2 ნოემბერს, ვენაში, თავდასხმა ადგილობრივი დროით 20:00 საათზე მოხდა. პოლიციის ინფორმაციით, შეიარაღებულმა პირმა ცეცხლი ექვს სხვადასხვა ლოკაციაზე გახსნა, მათ შორის ერთი სინაგოგის მიმდებარე ტერიტორია იყო. დაღუპულია ოთხი ადამიანი, დაშავებულია 15. ავსტრიის მთავრობა მომხდარს ტერორისტულ აქტად განიხილავს. ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თავდამსხმელთაგან ერთი მოკლულია, ერთზე ძებნა მიმდინარეობს.

მომხდარი თავდასხმის შემდეგ, ქვეყანაში უსაფრთხოების ზომები მაქსიმალურადაა გამკაცრებული.

ინფორმაციას ამის შესახებ Reuters ავრცელებს.

ავსტრიის კანცლერმა სებასტიან კუნცმა ფაქტს ტერორისტული თავდასხმა უწოდა.

 

კომენტარები