თავდაცვის სამინისტრო ახალ პროექტს იწყებს – სამხედროებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის განათლების მიღების ხელშეწყობა

თავდაცვის სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს:

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ჯარისკაცზე ორიენტირებული ახალი სოციალური პოლიტიკის ფარგლებში, ახალ პროექტს იწყებს, რომლის მიზანი სამხედროებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის განათლების მიღების ხელშეწყობაა. თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, სამინისტრო უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხული სამხედროებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის სწავლის საფასურის 50%-იან თანადაფინანსებას უზრუნველყოფს, რომელიც მოიცავს სახელმწიფოს მიერ დადგენილი სწავლის მინიმალური საფასურის – 2250 ლარის ნახევარის დაფარვას.

მაღალი აკადემიური მოსწრებისთვის მათ სემესტრულად 750 ლარის ოდენობით „მინისტრის სტიპენდია“ დაენიშნებათ.

პროექტი მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა წარადგინა, ესწრებიდნენ ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელი პირები. მათ პროექტში მონაწილეობისთვის მზაობა ურთიერთგაგების მემორანდუმზე ხელმოწერით დაადასტურეს, რომელიც ითვალისწინებს  უმაღლეს სასწავლებლებში სამინისტროს ხელმძღვანელების მიერ საჯარო ლექციებს, სამხედრო ქვედანაყოფებში ექსკურსიებს, შემეცნებით-საგანმანათლებლო პროექტებსა და სამხედრო თემატიკის შესახებ სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის განხორციელებას.

კომენტარები