თავდაცვის სამინისტრო 5000-მდე ოჯახს ბინებს დაუკანონებს

5000-მდე ოჯახს ბინებს დაუკანონდებათ!

საქართველოს თავდაცვის მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, თავდაცვის სამინისტრო 5000-მდე ოჯახს ბინებს დაუკანონებს. მთავრობის დადგენილების თანახმად, თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე რიცხულ 5000-მდე ბინას ფაქტობრივად ყოფილი სამხედრო მოსამსახურეები, იძულებით გადაადგილებული პირები, სოციალურად დაუცველი პირები და საქართველოს სხვა მოქალაქეები მიიღებენ. ბინების დაკანონების შედეგად, ათასობით ოჯახისთვის წლების განმავლობაში მოუგვარებელი პრობლემა გადაიჭრება, რაც მკვეთრად გააუმჯობესებს მათ სოციალურ მდგომარეობას.

თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში 5000-მდე არაპრივატიზებული ბინა ირიცხება. მათ შორის ქუთაისში, ბათუმში, ფოთში, ხონში, სენაკში, თბილისსა და აღმოსავლეთ საქართველოს სხვა მუნიციპალიტეტებში. ბინებს მოქმედი და ყოფილი სამხედრო მოსამსახურეები, ასევე იძულებით გადაადგილებული პირები დაიკანონებენ.

ეს ინიციატივა პრობლემებს მოუგვარებს სხვა მოქალაქეებსაც, რომლებიც ამ შენობებში მართლზომიერად ფლობენ საკუთრებას და მუნიციპალური ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების პროგრამებით ვერ სარგებლობდნენ, იმის გამო, რომ შენობები სამინისტროს ბალანსზე ირიცხებოდა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობები ვერ ყალიბდებოდა

კომენტარები