თავდაცვის ძალების ეროვნულ გვარდიაში ლეიკემიით დაავადებულ ბავშვთა დასახმარებლად სისხლის ჩაბარების აქცია გაიმართა

საქართველოს თავდაცვის ძალების ეროვნულ გვარდიაში ლეიკემიით დაავადებულ ბავშვთა დასახმარებლად სისხლის ჩაბარების აქცია გაიმართა.

სპეციალურად ამ ღონისძიებისთვის მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სისხლის ბანკის სათანადოდ აღჭურვილი მობილური ჯგუფი ეროვნული გვარდიის პირად შემადგენლობას ადგილზე მოემსახურა.

თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდია სისხლის დონაციის საქველმოქმედო აქციებში პერიოდულად მონაწილეობს.

კომენტარები