„თავიანთ გამოთქმებს ვერ აკონტროლებენ, საერთოდ სხვა პლანეტაზე ცხოვრობენ, სხვაგან“ – სოზარ სუბარი ოპოზიციაზე

პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოზარ სუბარმა განაცხადა:

-„ოპოზიციის შეფასებები არა მხოლოდ პოლიტიკურად მიუღებელი, არამედ დისკრიმინაციულიცაა, ისინი  თავიანთ გამოთქმებს ვერ აკონტროლებენ, საერთოდ სხვა პლანეტაზე ცხოვრობენ, სხვაგან არიან.

კიდევ ერთხელ გავიმეორებ, მზად ვართ მოლაპარაკების გაგრძელებისთვის,  ოდნავი კონსტრუქციულობა მაინც თუ დავინახეთ და არა შეურაცხმყოფელი განცხადებები ჩვენი პარტნიორების მიმართ, არა შეურაცხმყოფელი განცხადებები მომლაპარაკებლების მიმართ, არამედ კონსტრუქციული მიდგომა საკითხებისადმი“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

კომენტარები