თავისუფლება 500 ამერიკელ ნიკა მელიას! – ქართველი დისიდენტები სკანდალურ ირონიულ განცხადებას ავრცელებენ:

საბჭოთა პერიოდის დისდენტები და პოლიტიკური პატიმრები –

ნანა კაკაბაძე, გელა ნიკოლაიშვილი და უფლებადამცველი თემურ ლომაია სკანდალურ განცხადებას ავრცელებენ. ისინი ევროკავშირის და ამერიკის საელჩოებს,  ასევე, ქართველ უფლებადამცველებს ორმაგი სტანდარტებისგან გამიჯვნისკენ მოუწოდებენ:

საინფორმაციო საშულებებით ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის საკანონმდებლო ორგანოში 2021 წლის 6 იანვარს შეჭრის მონაწილეთაგან 400 ზე მეტი პირი უკვე მსჯავრდებულია, ხოლო 100 ზე მეტ პირს კიდევ წარედგინებათ ბრალი. ვიცით, რომ კონგრესში შეჭრის ფაქტი აშშ-მა და მთელმა მსოფლიომ შიდა ტერორიზმად დააკვალიფიცირა, მიუხედავად იმისა, რომ კონგრესის შენობაში „უიარაღო“ და „მშვიდობიანი“ ამერიკელი მოქალაქეები შეიჭნენ, რომლებიც აცხადებდნენ, რომ არჩევნები გაყალბდა.
შტურმის დროს სამართალდამცავებმა, 5 ადამიანი მოკლეს,ხოლო 100 ობით ადამიანებმა მიიღეს სხვა და სხვა ხარისხის დაზიანებები.
ამის მიუხედავად სამართალდამცავებს მთელი ამერიკა კანონიერების სადარაჯოზე მდგარ გმირებად მოიხსენიებს.
საქართველოს პარლამენტზე 2019 წლის 20 ივნისს განხორციელებული მრავალსაათიანი შტურმის მონაწილეებს და პირდაპირ ეთერში პოლიციელებზე მასობრივი ძალადობის განმახორციელებლებს ჩვენი ამერიკელი და ევროპელი რეკომენდატორები პოლიტიკურ დევნილებად მოიხსენიებენ და ისე აფასებენ, თითქოს დიდი არაფერი მომხდარა და გვირჩევენ, რომ ამ ფაქტებს მიეცეს მხოლოდ პოლიტიკური და არა სამართლებრივი შეფასება.
განსაკუთრებული აქცენტი კეთდება ნიკა მელიაზე, რომელიც იყო პარლამენტის შტურმის ერთ ერთი გამოკვეთილი ლიდერი.

ლოგიკურად გამოდის, რომ დღეს აშშ-ს 400 ზე მეტი ნიკა მელია ციხეში ჰყავს და კიდევ 100-ზე მეტს უპირებს მსჯავრის დადებას.

აღნიშნულიდან გამომდინარე, ვთავაზობთ აშშ-ს და ევროკავშირის ელჩებს, რათა მოახდინონ მედიაცია აშშ-ს ხელისუფლებასა და შტურმის მონაწილეებს შორის დაზავებაზე, ხოლო ევროპარლამენტარებმა დაიწყონ თანხის შეგროვება რათა მოხდეს ამერიკელი “შტურმავიკების”გირაოს გზით გათავისუფლება. ასევე ვთავაზობთ, ჩვენს „ობიექტურ და ყოვლისმცოდნე უფლებადამცველებს“, ერთნაირი სტანდარტით შეაფასონ ქართველი და ამერიკელი „შტურმავიკებისა“ და პოლიციელების ქმედებები.
-ანუ ამერიკელი ასეულობით დაჭრილი და 5 მოკლული „შტურმავიკებიც“ სცნონ დაზარალებულებად, ხოლო პოლიციელები მკვლელებად და მოძალადეებად, იმ შემთხვევაში, თუ არ აქვს ადგილი ორმაგ სატანდარტებს, და მათაც უნდა იყვირონ:

თავისუფლება 500-ზე მეტ ამერიკელ ნიკა მელიას!!!

არასამთავრობო ორგანიზაცია- “ყოფილი პოლიტპატიმრები-ადამიანის უფლებებისათვის” სახელით:
ნანა კაკაბაძე – უფლებადამცველი (საბჭოთა პერიოდის პოლიტპატიმარი.
გელა ნიკოლაიშვილი
-ადვოკატი (საბჭოთა პერიოდის პოლიტპატიმარი)
თემურ ლომაია – უფლებადამცველი.
US Embassy Tbilisi, Georgia
European Union in Georgia
U.S. Department of Stateგადატრიალება ამერიკაში
Charles MICHEL
Council of the European Union
Council of Europe
კომენტარები