თავის კაბინეტთან მოქალაქეთა მიღების საათების ამსახველი აბრა ჩამოახსნევინა

ნოდარ დუმბაძე იშვიათად ბრაზდებოდა. ყოველგვარ კონფლიქტურ სიტუაციას კომიკურ ელფერს აძლევდა და დაძაბულობას ასე განტვირთავდა. საუბრისას ჟესტიკულირებდა, ხელისგულებს ამოაბრუნებდა და ისე ლაპარაკობდა. ჩაცმულობაში უპრეტენზიო იყო. რასაც ოჯახის წევრები შეუძენდნენ, იმას იცვამდა. იშვიათ შემთხვევაში სამოსს თავადაც ყიდულობდა, თუმცა ნაყიდი ნივთი, რატომღაც, მუდამ რამდენიმე ზომით დიდი აღმოჩნდებოდა ხოლმე. დიდი პოპულარობა დუმბაძეს ხშირად საშუალებას აძლევდა, მასთან მისულ ადამიანებს დახმარებოდა. მწერალთა კავშირის თავმჯდომარედ არჩევისთანავე, თავის კაბინეტთან მოქალაქეთა მიღების საათების ამსახველი აბრა ჩამოახსნევინა, და მდივანს ყველა მოსულის მიღება დაავალა. განსაკუთრებულად ყურადღებიანი პატიმრის მშობლებისადმი იყო. მან კარგად იცოდა, რას ნიშნავდა პატიმრობა

კომენტარები