„თავი ევროპული ქვეყნის მედიკოსებთან მეგონა, ისეთი პროფესიონალური შეკითხვები დამისვეს“-გიორგი ფხაკაძე

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, გაეროს გენერალური მდივანი, ვაქცინებისა და იმუნიზაციების გლობალური ალიანსის მრჩეველი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე:

-„ძალიან დიდი ინტერესია. მსურველები ბევრია. ახლა ონლაინ-შეხვედრა გვქონდა ერთ-ერთ ორგანიზაციასთან, ჩვენი სამედიცინო პერსონალის მომზადებით აღფრთოვანებული დავრჩი. თავი ევროპული ქვეყნის მედიკოსებთან მეგონა, ისეთი პროფესიონალური შეკითხვები დამისვეს.
 კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, საქართველოში არიან ძალიან კარგი ექიმები, ექთნები, სპეციალისტები, ჯანდაცვის სისტემა ნამდვილად შესაცვლელია.
 ჩვენ ამ ხალხს ხელი უნდა შევუწყოთ, ვინც მოწადებულია ხარიხსის გაუმჯობესებით, ამ კუთხით სამაგალითო ორგანიზაციები უნდა გამოვავლინოთ. ორშაბათიდან საქართველოს აკრედიტაციაზე უფრო დეტალურ ინფორმაციას მოგაწვდით.
 მოგმართავთ სამედიცინო დაწესებულებებს, – ნუ გეშინიათ, ყველაფერს იმისთვის გავაკეთებ, რომ ვისაც არ გაქვთ მინიმალური სტანდარტები, დაგეხმაროთ ამ პრობემის მოგვარებაში.
სტანდარტები მითითებულია ჩვენს ვებგვერდზე, ასევე განვაახლე შეფასების ფორმა, გთხოვთ, მითითებულ ლინკზე გადახვიდეთ  https://www.accreditation.ge/healthcare-accreditation და შეაფასოთ.
შეაფასეთ სამედიცინო დაწესებულება ბმულზე: –https://poll.app.do/pg/accreditation-ge
 რომელიმე სამედიცინო დაწესებულების შეფასების თუ გსურთ, დამატება, მომწერეთ და ჩამონათვალში დავამატებ;
ჩვენ რაოდენობრივი ჯანდაცვიდან გადავდივათ ხარისხიან ჯანდაცვაზე. დასაკარგი დრო აღარ არის“.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე საქართველოს სამედიცინო 

დაწესებულებების დამოუკიდებელი შეფასებისა და აკრედიტაციის ინიციატივით გამოდის. 

აღნიშნული ინიციატივა ფრანგული ორგანიზაციის – „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ – მიერ არის მხარდაჭერილი.

გაეროს გენერალური მდივნის მრჩევლის ჯანდაცვის საკითხებში, პროფესორ გიორგი ფხაკაძის

„საქართველოს აკრედიტაციის ინიციატივა“ გულისხმობს საქართველოს სამედიცინო დაწესებულებების ხარისხის კონტროლის ამაღლებას.

კომენტარები