„თავი შევიკავოთ მიგრაციისგან და მოგზაურობისგან – ინდურ შტამს უფრო სწრაფად შეუძლია დააზიანოს სამიზნე ორგანო, ვიდრე ჩვენ ქვეყანაში მოცირკულირე კორონავირუსს“ – ლევან რატიანი

თბილისის საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელმა, რეანიმატოლოგმა ლევან რატიანმა განაცხადა:

-„კორონავირუსები ოდითგანვე იყო ცნობილი, ამ ვირუსებს ახასიათებთ ერთი რამ, სხვა ვირუსების ოჯახისგან განსხვავებით ესენი უფრო სწრაფად მუტირებენ. ამიტომაცაა მათ ერთ ოჯახში 40 სახეობა, ამიტომ ის სახეს იცვლის.

ინდურ შტამს შეჭრის შემთხვევაში უფრო სწრაფად შეუძლია დააზიანოს სამიზნე ორგანო, ვიდრე ჩვენს ქვეყანაში მოცირკულირე კორონავირუსს. ყველაფერი უნდა გააკეთოთ ყველამ, ახალი შტამი რომ არ იქნეს საქართველოში შემოტანილი. ყველამ თავი შევიკავოთ მიგრაციისგან და მოგზაურობისგან.

უპირველესი ცხოვრებაში სიცოცხლეა, ნებისმიერი სიცოცხლის გადასარჩენად ნებისმიერმა ჩვენგანმა ყველაფერი უნდა გააკეთოს, რაც შეიძლება ნაკლები ინფიცირებული, ნაკლები ლეტალობით.

ერთმანეთის სიცოცხლეებს უნდა გავუფრთხილდეთ, გაუფრთხილდეთ იმიტომ, რომ ერთმანეთს კვლავ შევხვდეთ, ერთად კიდევ ვიცხოვროთ დიდხანს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ მოწოდებული პროტოკოლები უნდა დავიცვათ, რადგან ბევრი ბევრი სიცოცხლე გადაგვირჩეს ქვეყანაში“.

ინდოეთში აღმოაჩინეს კორონავირუსის ახალი შტამი, რომელმაც ორმაგი მუტაცია განიცადა. ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროში ჯერჯერობით ვერ ადასტურებენ, არის თუ არა ახალი სახეობა ვირუსით ინფიცირების შემთხვევების სწრაფი ზრდის მიზეზი.

ქვეყნის 18 შტატში დაფიქსირებულია კორონავირუსის ბრიტანული, ბრაზილიური და სამხრეთ აფრიკული შტამებიც. ინდოეთი სიკვდილიანობის მაჩვენებლით მსოფლიოში მესამე ადგილს იკავებს.

ქვეყანაში ცოტა ხნის წინ საერთაშორისო დახმარება ჩაიტანეს, მათ შორის ჟანგბადის სისტემები, მართვითი სუნთქვის აპარატები და ანტივირუსული მედიკამენტები.

ინდოეთის საავადმყოფოებში საწოლის მარაგი ამორურულია. ხალხი იძულებულია, სახლში იმკურნალოს. იმის გამო, რომ ქვეყანაში ჟანგბადის ბალონებისა და სხვადასხვა მედიკამენტის დეფიციტია, მოსახლეობამ შავ ბაზარს მიმართა. ამ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

პანდემიის გავრცელებიდან დღემდე, ინდოეთში ინფიცირების 17 მილიონზე მეტი შემთხვევა აღირიცხა, მათ შორის 198 000-მდე ადამიანი გარდაიცვალა. ხელისუფლებაში ვარაუდობენ, რომ ინფიცირების შემთხვევათა რეალური რაოდენობა გაცილებით მაღალია.

კორონავირუსი გარდაცვლილთა მასობრივი კრემაცია მიმდინარეობს.

ადგილობრივების თქმით, მთავრობამ ვერ შეძლო მოსალოდნელი ტალღის წინასწარ განსაზღვრა და მისი მართის დაგეგმვა.

უკვე 20 ქვეყანაშია გავრცელებული ინდური შტამი.

კომენტარები