„თავი შეიკავონ ნებისმიერი კარის ნაადრევად დახურვისგან, განსაკუთრებით ისეთი კარის, რომელიც, თუკი დაიხურა, სამუდამოდ“- კარლ ჰარცელი

-„იმის გათვალისწინებით, როგორც ჩანს, – მოკლევადიან პერსპექტივაში პოლიტიკური დიალოგი ვერ უზრუნველყოფს ფართომასშტაბიანი შეთანხმების მიღწევას, კვლავაც მოვუწოდებ ყველა მხარეს, თავი შეიკავონ ამ პროცესში ნებისმიერი კარის ნაადრევად დახურვისგან. განსაკუთრებით ისეთი კარის, რომელიც, თუკი დაიხურა, სამუდამოდ დახურული დარჩება.

დარწმუნებული ვარ, საბოლოო ჯამში,  საქართველოს ინტერესებს ყველაზე უკეთ ის პარლამენტი მოემსახურება, რომელიც საქართველოს ყველა ამომრჩეველს წარმოადგენს. უთანხმოებების მოსაგვარებლად, ყველა პოლიტიკურმა პარტიამ სწორედ ამ მიზნის გათვალისწინებით უნდა განაგრძოს მუშაობა. დარწმუნებული ვარ, საქართველოს ინტერესებს ყველაზე უკეთ ის პარლამენტი მოემსახურება, რომელიც საქართველოს ყველა ამომრჩეველს წარმოადგენს“, – განაცხადა  საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა.

პარლამენტის საგაზაფხულო სესია დღეს გაიხსნა. სხდომათა დარბაზში 3 პარტიაა წარმოდგენილი: „ქართული ოცნება“, „ევროპელი სოციალისტები“, „მოქალაქეები“.

საქართველოს პარლამენტმა ოპოზიციის წარმომადგენლებისთვის მანდატების გაუქმებას მხარი არ დაუჭირა.

 

კომენტარები