თათრეთში დააკავეს კატა – ნარკოკურიერი
კუდიანი ნარკოკურიერი დააკავეს თათრეთის №10 გამოსასწორებელი კოლონიის თანამშრომლებმა. კატა თავდადებული დამნაშავე აღმოჩნდა – ზედამხედველთა თვალწინ ტყვიასავით შეიჭრა კოლონიის შესასვლელში და ბარაკებისკენ დურთა თავი. კოლონიის თანამშრომლებს კატა საეჭვოდ მოეჩვენათ და დასაჭერად გამოეკიდნენ. კატამ მცირე ხნით იმარჯვა და თავი დააღწია მდევრებს, მაგრამ ის მაინც დააკავეს. საყელურში კატას ჰაშიში აღმოუჩინეს. კოლონიის თანამშრომლებმა ნარკოტიკი და ნარკოკურიერი პოლიციას გადასცეს საგამოძიებო სამუშაოების ჩასატარებლად.
აღსანიშნავია, რომ ამავე კოლონიაში 2010 წელს უკვე იყო ასეთივე შემთხვევა. კატა-ნარკოკურიერი საყელურში ჩადებული ჰეროინით მიემართებოდა თავისი პატრონისკენ, რომელიც კოლონიაში სასჯელს იხდიდა. სამსახურებრივი ძაღლის საშუალებით სცადეს კატის დაჭერა, რაც ნარკოკურიერის სიკვდილით დასრულდა. მაშინ გაირკვა, რომ კატას სპეციალურად წვრთნიდნენ და რამდენიმე დღე აშიმშილეს. ის პატრონთან საჭმლისთვის მიდიოდა.
წყარო: tatar-inform.ru