თაკო ჩარკვიანი – თუ ოპოზიციაში გამყიდველი არ აღმოჩნდება, გავიმარჯვებთ

თუ ოპოზიციაში გამყიდველი არ აღმოჩნდება, გავიმარჯვებთ, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, თაკო ჩარკვიანმა განაცხადა საბურთალოს საოლქო კომისიის შენობასთან.

„ჩვენ ახლა, ხალხი და ოპოზიცია თუ ვივარგებთ და გამყიდველი არ აღმოჩნდება ოპოზიციაში, გავიმარჯვებთ. დაიწყება ვაჭრობა შესვლა-არშესვლაზე, დამარცხდება და იქნება ისტორიული სირცხვილი.

ეს არის შანსი, რომ ქართული სახელმწიფო, ქართული სახელმწიფოებრიობა არ მივატაცებინოთ რუს ოლიგარქს, რომელმაც შემოიკრიბა პატარ-პატარა მონები და ბედავენ ამდენს“, – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

თბილისში, საოლქო საარჩევნო კომისიების შენობებთან ოპოზიციის წარმომადგენლების აქციები იმართება. საოლქოებში სხდომები მიმდინარეობს. ოპოზიციის წარმომადგენლები საარჩევნო ადმინისტრაციებს არჩევნების შედეგების გაყალბებაში ადანაშაულებენ და სხდომებზე დასწრებას ითხოვენ.

კომენტარები