თაკო ჩარკვიანი: „სულ მალე გადაგრეცხავთ ერთი დიდი ნიაღვარი!!!!!!!!! ძალა ერთობაშია” კანონით და სამართლით!!!“

თაკო ჩარკვიანი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

„ჰო, ყოფილ პრეზიდენტ სააკაშვილს შემოსვლის უფლება, არა აქვს თურმე, აი „პუტინის ხომერიკი” უნდა შემოდიოდეს და „გვმოძღვრავდეს”, და გვიხსნიდეს, თურმე რუსეთი ოკუპანტი კი არა, სტრატეგიული პარტნიორია.

სახელმწიფოებრივად აზროვნება ნიშნავს, შენი სახელმწიფოს გაძლიერებაზე ზრუნვას! ჯარის გაძლიერებაზე ზრუნვას,
ფულის ნიშნის სიმყარეზე ზრუნვას! ხალხზე ზრუნვას! სახელმწიფო მიტაცებულია, ლარი  „აყირავებული”, სასამართლო სისტემა დისკრედიტირებული, მიწები მიტაცებული, ტერიტორიები ოკუპირებული (შევარდნაძის პერიოდში აფხაზეთი, სააკაშვილის დროს სამაჩაბლო, ახლა ივანიშვილის პერიოდში, ისე , „უომრად” ყოველდღე ახალ-ახალი სოფელი მიაქვთ, რაც არა, თავად ივანიშვილის მიერ არის უზურპირებული) საზღვარი დაუცველია,ყოველდღე ქართველები ტოვებენ საქართველოს, შემოდინებაა დიდი ნაკადის სრულიად უკონტროლო, თითქმის მთელი საქართველო ოჯახები -ბანკშია უზარმაზარ პროცენტებად „მძევლებად”,  შიმშილია გარეთ ნაგავში იქექება ხალხი, მე, რომელიც ყოფილი ხელისუფლების დროს ოპოზიციაში ვიყავი (ობიექტური მიზეზების გამო, რადგან ვთვლიდი, რომ სერიოზული დანაშაულებები იყო, სახელმწიფოს აღმშენებლობის პარალელურად) 2013 წლიდან ვთვლი, რომ ასეთი უვიცი და გამყიდველი ხელისუფლება საქართველოს არ ჰყოლია და არც ეყოლება არასოდეს! ძირს! ეს სამარცხვინო კოლაბორაციონალისტი ხელისუფლება, ოლიგარქიული მმართველობით! როგორ გაუბედეთ ქვეყანა – ხალხს – ხომერიკი, როგორ გაუბედეთ გავრილოვი საქართველოს! როგორ გვიბედავთ სამშობლოს გაყიდვას! სულ მალე გადაგრეცხავთ ერთი დიდი ნიაღვარი!!!!!!!!! ძალა ერთობაშია” კანონით და სამართლით!!!“

კომენტარები