„თალიბანის“ მთავრობის ვიცე-პრემიერი ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის „წარმომადგენელს“ შეხვდა

რადიკალური მოძრაობა „თალიბანის“ მიერ გამოცხადებული მთავრობის ვიცე-პრემიერი, მოლა აბდულ ღანი ბარადარი ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის „წარმომადგენელს“ შეხვდა. ინფორმაციას  „თალიბანის“ პოლიტიკური ოფისის პრესმდივანი ავრცელებს.

„ავღანეთის ისლამური საამიროს ვიცე-პრემიერი, მოლა ბარადარ ახუნდი სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის უშიშროების სააგენტოების ოფიციალურ წარმომადგენელს, მაქსიმოვს შეხვდა. შეხვედრაზე რეგიონული უსაფრთხოება, ავღანეთში არსებული მდგომარეობა და ბოლოდროინდელი მოვლენები განიხილეს“, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები