თალიბანის ცნობით, უზბეკეთსა და ტაჯიკეთში სულ 40 ვერტმფრენი მოხვდა, რომელთა დაბრუნებასაც ითხოვენ

 

თალიბანის მთავრობის თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა მოჰამად იაკუბმა მიმართა ტაჯიკეთისა და უზბეკეთის ხელისუფლებას შვეულმფრენების დაბრუნების მოთხოვნით. თუ აღჭურვილობა არ დაბრუნდება, თალიბანი რეაგირებას მოახდენს, გააფრთხილა იაკუბმა.

მოლა იაკუბმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ თალიბანი არავის მისცემს უფლებას წაიღოს ის, რაც მათ ეკუთვნის, ამიტომ მათი მოთმინება არ უნდა გამოცადონ. თალიბანის ცნობით, უზბეკეთსა და ტაჯიკეთში სულ 40 ვერტმფრენი მოხვდა.

ირაკლი ჯანყარაშვილი

კომენტარები