თამაზ მეჭიაური: ქუცნაშვილს თავიდანვე ვუწოდე შაჰიდის ქამარი „ქართული ოცნებისთვის“

თიანეთის მერი თამაზ მეჭიაური ზაქარია ქუცნაშვილის მიერ დეპუტატის მანდატის დატოვების გადაწყვეტილებას რაინდულ საქციელს უწოდებს.

მეჭიაურმა ამის შესახებ, იმედის ეთერში, გადაცემა ” Imedinews-ის” ეთერში განაცხადა. ის ასევე აღნიშნავს,  რომ თუ ქუცნაშვილმა სინდისის ქენჯნა იგრძნო და რამე გადაცდომას ჰქონდა მისი მხრიდან ადგილი, ეს დასაფასებელია.

„დიდ პოლიტიკას აღარ ვადევნებ თვალს და არ მაქვს ინფორმაცია, რა მოხდა. მე ადრეც ვამბობდი, რომ პარლამენტში მისი ყოფნა თავიდანვე შეცდომა იყო. ასევე, მას ვუწოდე შაჰიდის ქამარი „ქართული ოცნებისთვის“ და თუ იქ აღარ იქნება, უბედურებაც აღარ მოხდება და აღარ აფეთქდებიან“, – თქვა თამაზ მეჭიაურმა.

კომენტარები