თამაზ ჭეიშვილი: რადიკალიზმი და ,,შტურმი” სახელმწიფოებრივ სტრუქტურებზე, მტრის წისქვილზე ასხამს წყალს
მწერალი, პუბლიცისტი და ექსტრასენსი თამაზ ჭეიშვილი, საქართველოში განვითარებულ ბოლოდროინდელ მოვლენებს სოციალური ქსელის საშუალებით ეხმიანება და აცხადებს, რომ რუსეთის მიერ გამოცხადებული ტურისტული ემბარგო ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის დამღუპველია.
“ტურისტული ემბარგო დამღუპველია საქართველოს მყიფე ეკონომიკისთვის!
ახალგაზრდებო, მოქუჩდით და ყურადღებით მომისმინეთ! რადიკალიზმი და ,,შტურმი” სახელმწიფოებრივ სტრუქტურებზე, ჩვენი მტრის წისქვილზე ასხამს წყალს!
რაც უფრო მარგინალურები გავხდებით, მით უფრო გამწვავდება სიტუაცია და (ღმერთო დაგვიფარე) ერთ დილას შეიძლება პუტინის ტანკები ისე გამოენთოს ავტობანზე, ,,თეთრ სახლს” არც შეეკითხოს!
დიპლომატიაა ახლა საჭირო! ალბათ გამიგეთ, ხომ? რაც პუტინმა გააკეთა, ამ,,ფორმას” ეწოდება ცივი ომი!რუსეთმა აუკრძალა რუს მოქალაქეებს საქართველოში ჩამოსვლა, ესკი 2 მილიონამდე ტურისტის დაკარგას ნიშნავს (თუ უფრო უარესს არა!)!
რაც ყველაზე მთავარია, რუსი დეპუტატების მიმართ, საქართველოში შექმნილი საფრთხის გამო, გუშინ, პუტინმა ჩაატარა უშიროების საბჭოს სხდომა. გუშინვე, პირადად გასცა განკარგულება: 8 ივლისიდან რუსეთის ავიახაზებმა შეწყვიტონ ფრენა საქართველოს მიმართულებით, ანუ გამოგვიცხადა ტურისტული ემბარგო!საქართველოსთვის, რომელიც ტურიზმზეა ჩამოკიდებული, ეს ნიშნავს ეკონომიკის რყევას! ეკონომიკის რყევა გამოიწვევს ეროვნული ვალუტის კიდევ უფრო გაუფასურებას, ამას მოჰყვება მოსახლეობის ღარიბი ფენის უკმაყოფილება (არა და ყოველი მეორე ღარიბია!). ასე რომ, მუშაობენ ,,ამხანაგები,” მუხლჩაუხრელად, შინ და გარეთ!
ღმერთმა ქნას, უარესი არაფერი მოხდეს! რუსეთი, ეს ზემილიტარისტული სახელმწიფო ის რუსეთი აღარ არის, ხბოს აღტაცებით რომ შეჰყურებდა ამერიკას და ევროპას, არც ლოთი ელცინის რუსეთია, მაგრამ იმით არის საშიში საქართველოსთვის, რომ არაპროგნოზირებადია თავისი მენტალობით! სულ ასეთი იყო, ისტორიულად!
წარმოიდგინეთ, რას მიაღწია რუსულმა იმპერიამ, მას ჩვენს ტერიტორიაზე აქვს სამხედრო ბაზები! ხომ ხვდებით რასთან გვაქვს საქმე?!
აქ ეხლა დიპლომატია უნდა გადმოვიდეს წინა ხაზზე და 24-საათიან რეჟიმში ამუშავდეს! ,,ქართველო ხელი ხმალს იკარ” არ გამოდგება ამ კონკრეტულ შემთხვევაში!
საჭიროა ყველა იმ ტვინის კონსოლიდაცია, ვისაც რამე მოეკითხება! პირადი ამბიციების დათმობით, წინა პლანზე უნდა გადმოიწიოს სახელმწიფოს ინტერესებმა, თუ რასაკვირველია, გავაცნობიერებთ, რა დონის კოშმართან გვაქვს საქმე!
თამაზ ჭეიშვილი, არაპოლიტიკური ექსპერტი… ერთი რიგითი პენსიონერი,” – წერს ჭეიშვილი.