თამაზ ჭეიშვილი: ქალბატონო პრეზიდენტო, ასე გვინდა ტურიზმის განვითარება – უწყლოდ და უშუქოდ?
“არაგვის ხეობას არც წყალი აქვს, არც დენი აქვს. სამაგიეროდ, ხელისუფლებას ამბიციები აქვს – ტურისტული ქვეყანა ვიყოთ!” – მწერალი და ცნობილი ექსტრასენსი თამაზ ჭეიშვილი საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს და პარლამენტარებს ღია წერილით მიმართავს:
– ღია წერილი,მის აღმატებულებას საქართველოს პრეზიდენტს,ბატონ პრემიერ მინისტრს,ქალბატონ და ბატონ დეპუტატებს!
დუშეთის რაიონის, დაბა ფიტავის 90 ოჯახის სახელით არ გთხოვთ დახმარებას სასმელი წყლის აღდგენის საკითხში, ვიცი ამ საქმიდან არაფერი გამოვა, რადგან მგონი, წყლის სათავეში “დევი ზის!” გთხოვთ, გაარკვიოთ, რატომ უთიშავს ყოველ ცისმარე დღე ელექტროენერგიას არაგვის ხეობას ე.წ. ,,ენერგო პრო…ჯორჯია?” მიზეზად მოჰაყავს: ,,ავარიული გამორთვა და აღდგენითი სამუშაოები!”
რა ავარია დაემართა ამ მართლა ,,პრო…ჯორჯიას?” ან რას აღადგენს ამისთანა უსაშველოს?
შეგახსენებთ: არაგვის ხეობა არის ინტენსიური ტურიზმის ზონა! ასე გვინდა ტურიზმის განვითარება – უწყლოდ და უშუქოდ?
ღრმა სიყვარულით, უღრმესი პატივისცემით და აჯათი, არაგველების თხოვნით – თქვენი თამაზ ჭეიშვილი.
დაბა ფიტავი. 2019 წლის 12 ივნისი.