თამარ ბაჩალიაშვილის დედა – „თამარი საკუთარ ავტომობილში ინექციით ან მედიკამენტების იძულებით მიღების შედეგად მოკლეს“

თამარ ბაჩალიაშვილის დედა, თეონა თამაზაშვილი ადვოკატთან, ოჯახთან და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად, საქმის მასალების გაცნობის მიზნით, გამომძიებლებს შეხვდა.

-„რატომ არ აღმოჩნდა ჩემი დნმ ან ჩემი ანაბეჭდები თამუნას მანქანაზე? პროკურატურას ძალიან ბევრ რამეზე არ აქვს პასუხი, არც იმ „ტოიოტაქამრიზე“ აქვს პასუხი. ამბობენ,  თითქოს, ნორვეგიაში აპირებდა წასვლას. იმიტომ მოიშორეს, რომ არ წასულიყო და ფაქტები იქ არ დაედო. აბა, თავშესაფარს ისე ხომ არავინ მისცემდა. ისევ და ისევ სატელიტების სურათები დამიდონდამიდონ ის ღია წერილი, როგორ მისწერეს „ეფბიაის“, რა მისწერეს.

თამარ ბაჩალიაშვილის ავტომობილში სისხლი, სავარაუდოდ, ჩემი შვილისაა. თამუნას ეკუთვნის, აბა ვის ეკუთვნის, ვინ გადაიჭრიდა იქ ვენებს, ვინ დაასხამდა თავის სისხლს? ინექციას უკეთებდნენ, სავარაუდოდ, ან ძალით ასმევდნენ აბებს და ამის გამო.

თამარ ბაჩალიაშვილის „იუთუბის“გვერდიდან ამოღებული მასალები, სადაც, გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთ ვიდეოჩანაწერში ის ოჯახს ემშვიდობება, ეს ვიდეოები არ მინახავს.

არ მინხავს იმიტომ, რომ, როდესაც ყურება დავიწყე, ცუდად გავხდი თამუნას ხმის გაგონებაზე, არ მინახავს. გამოსამშვიდობებელი ვიდეო თავისუფლად შეიძლება ჩაეწერა, ნორვეგიაში წასვლას თუ აპირებდა, რადგან ვერ ჩამოვიდოდა იქედან, ვიდრე ეს ყველაფერი არ დასრულდებოდა.

ჩემი შვილი საკუთარ ავტომობილში ინექციით ან მედიკამენტების იძულებით მიღების შედეგად მოკლეს“, – განაცხადა თამარ ბაჩალიაშვილის დედამ, თეონა თამაზაშვილმა.

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ გაასაჯაროვა ვიდეოკამერების ჩანაწერები, რომლებიც ასახავენ 17 ივლისს თამარ ბაჩალიაშვილის სხვადასხვა აფთიაქებში ყოფნისა და კონკრეტული მედიკამენტების შეძენის ფაქტს.

ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, თამარ ბაჩალიაშვილის სხეულიდან აღებულ ბიოლოგიურ ობიექტებში, აღმოჩნდა წნევის, ტკივილგამაყუჩებელი და საძილე პრეპარატების შემცველი ნივთიერებები

თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლი 18 ივ­ლისს გა­უ­ჩი­ნარ­და.

22 ივლისს, 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში გარდაცვლილი იპოვეს. ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო, შემდეგ კი ბრალდების კვალიფიკაციას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა.

თბილისში, ქვემო ფონიჭალაში მცხოვრები თამარ ბაჩალიაშვილი ვიდეოკამერებმა ბოლოს სოფელ ხაიშთან დააფიქსირეს.

 

კომენტარები