თამარ ბაჩალიაშვილის მამა – „თამარი სახლში ნაღვლიანი მოდიოდა. ტიროდა.  არ გამოვრიცხავ, – თვითმკვლელობამდე სამსახურს“

23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის მამა, ჯუმბერ ბაჩალიაშვილი, ქვემო ქართლის სამხარეო პოლიციაში იმყოფებოდა.

-„თამარი სახლში ნაღვლიანი მოდიოდა. ტიროდა.  არ გამოვრიცხავ, თამარ ბაჩალიაშვილი თვითმკვლელობამდე სამსახურს მიეყვანა.

ოჯახში არაფერი პრობლემა და დარდი არ ჰქონია. უბრალოდ, მე მკლავს ერთი რამ, სახლში რომ შემოდიოდა ნაღვლიანი, ვეკითხებოდი თამარ, რა დაგემართა, შვილო, თქვი, შეიძლება რამეში დაგეხმარო-თქო, მამა ვარ. ტიროდა ბავშვი, არ მეუბნებოდა“, – განაცხადა ჯუმბერ ბაჩალიაშვილმა.

ფონიჭალიდან გაუჩინარებული 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი, 4 დღის შემდეგ, 22 ივლისს, თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი იპოვეს.

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 5 დღის წინ დაიკარგა.

სახლიდან საკუთარი ავტომობილით გავიდა.

კომენტარები