„თამარ ბაჩალიაშვილის მანქანაში სხვა პირის დნმ-იც აღმოჩნდა, – ეს სუიციდი არ არის“ – ბაჩანა ლობჟანიძე

ბაჩანა ლობჟანიძე, რომელიც თავს გარდაცვლილი 23 წლის პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის შეყვარებულს უწოდებს, თბილისის პროკურატურაში იმყოფებოდა.

-„დღეს მოვედი ჩემით, არ ვიცი რა მოქმედებები ხორციელდება ჩემს ლეპტოპზე, გამომძიებელი მეუბნება, –  არ იცის ზუსტად, გადავიდა თუ არა ექსპერტიზაზე ჩემი ლეპტოპი, თან ამბობს,   თუ ექსპერტიზა დაიწყება, დათვალიერება აუცილებლად ჩემთან ერთად მოხდება. უკვე რამდენიმე კვირა გავიდა, რაც ლეპტოპი იქ არის, არ ვიცი, ასე რატომ გაჭინაურდა. მე აღარ ვენდობი ექსპერტიზას, და ოვედი, რომ წავიღო ლეპტოპიც და მობილურიც.

გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე თამარ ბაჩალიაშვილი სამსახურს ეძებდა, კონკრეტულ პროექტზე მუშაობდა, ეს კი მისი მხრიდან თვითმკვლელობას გამორიცხავს.

მანქანაში აღმოჩნდა სხვა პირის დნმ-იც, იკვეთება სხვა პირებიც. ჩემი დნმ-იც აღებული აქვთ, თუმცა არ ვიცი, რა ანალიზი მოხდა. ცხადია,  ეს სუიციდი არ არის. თამარმა მესამე სამსახურში გააგზავნა CV-ი 13 ივლისს. ბოლო კვირას ხდება თამარის დაკავშირება ,,ქონექტთან”, თამარს მათ მიერ მიცემული დავალება უნდა გაეგზავნა 20 ივლისს, რომელზეც მუშაობდა. აქ ხაზს ვუსვამ იმას, – ეს არ იყო სუიციდი, თამარი კიდევ სხვა სამსახურს ეძებდა და მუშაობდა იმისთვის, რომ აეყვანათ ამ კომპანიაში”, – განაცხადა ბაჩანა ლობჟანიძემ.

კომენტარები