თამარ ბაჩალიაშვილის 5 ვიდეო-ჩანაწერი. უმძიმესი მოსასმენია – (ვიდეო) +18

საუბარია სულ ხუთ ჩანაწერზე.

პროკურორის განცხადებით, ძირითადად თებერვალშია გაკეთებული და ნამდვილად უმძიმესი მოსასმენია.

ჩანაწერი N1

ამ ჩანაწერში თამარ ბაჩალიაშვილი საკუთარ თავს ესაუბრება და უკმაყოფილებას გამოთქვამს ცხოვრების მიმართ.

„თამუნა, შენი თავის პატრონი შენ ხარ, სხვა ვერავინ დაგეხმარება… უნდა შეცვალო შენი ცხოვრება. გინდა დარჩე ფონიჭალაში, 27 კვ.მ-ში ოჯახის სამ წევრთან ერთად და ჭერზე მიკრულს გეძინოს?! გინდა, რომ გაიმეორო იგივე, რაც 2012 წელს გააკეთე?! მაგაშიც კი სუსტი აღმოჩნდი, რომ დაგესრულებინა (გავრცელებული ინფორმაციით, 2012 წელს ბაჩალიაშვილმა თვითმკვლელობა სცადა, თუმცა დედამ, თეონა თამაზაშვილმა ეს ინფორმაცია უარყო და თქვა, რომ თამარს უბრალოდ შეცდომით ურჩიეს წამალი, რამაც ინტოქსიკაცია გამოიწვია-ავტ.). ისწავლე, ისწავლე, არ მაინტერესებს, როგორ… კარგი რა თამუნა, როდემდე უნდა იყო ჩაკეტილი, არ შეიძლება ასე”, – მიმართავს საკუთარ თავს თამარ ბაჩალიაშვილი.

ჩანაწერი N2

მეორე ჩანაწერში თამარი ასევე უკმაყოფილოა მისი ცხოვრებით და სწავლით.

ის ყვება, რომ ასეთი წარუმატებელი პერიოდი არასდროს ჰქონია და ამის გამო თავს ძალიან ცუდად გრძნობს.

„რისთვის მოვედი, რისთვის მივდივარ?! ღმერთო ჩემო ისევ არაფერზე მაქვს პასუხი… ძალიან ბევრჯერ ვიფიქრე 2012 წლის გამეორებაზე, მაგრამ არა, ძალიან სუსტი ვარ”, – ამბობს ჩანაწერში თამარ ბაჩალიაშვილი.

ამავე ჩანაწერში თამარ ბაჩალიაშვილი წუხს, რომ არ გამოსდის ადამიანებთან და მეგობრებთან ურთიერთობა. ამასთან, ძალზედ ემოციურად აკრიტიკებს საკუთარ გარეგნობას.

„დღეები, ღამეები, საათები ისე გავიდა, არ ვიცი რას ვაკეთებდი… ჩემს თავში ვიყავი ჩაკეტილი. შედეგი? შედეგი არაფერი”, – ამბობს თამარი.

ჩანაწერი N3

ამ ჩანაწერში კი ისმის თამარ ბაჩალიაშვილის ტირილი და ემოციური საუბარი ცალმხრივ სიყვარულზე.

„მას უნდა უბრალოდ კარგი თანამშრომელი და სხვა არაფერი. დროა შეეგუო. შენ მისთვის ხარ ჩვეულებრივი, რიგითი თანამშრომელი და სხვა არაფერი. გთხოვ, გემუდარები, აღარ დაუშვა ეს. აღარ იფიქრო ამაზე”, – მიმართავს საკუთარ თავს თამარ ბაჩალიაშვილი.

ჩანაწერი N4-5

„ან უნდა მოკვდე, ან უნდა გააგრძელო ნორმალურად ცხოვრება”, – ამბობს თამარი და ასევე ემოციურად, განერვიულებული ჰყვება მის უფროსზე, რომლის მიმართაც ცალმხრივი სიყვარული გააჩნდა.

„მართლა ძალიან ცუდად ვარ. ისიც კი ვიცი თავი როგორ მოვიკლა, მაგრამ მშობლები მეცოდებიან და გია მეცოდება რომ მოვლენ ტყეში და მნახავენ. ღმერთო ცხოვრება აღარ მინდა, სიკვდილი შვება იქნებოდა, როგორ მინდა… უნდა გავაკეთო, მაპატიეთ გთხოვთ, იმედია, გადაიტანთ”, – ამბობს ბაჩალიაშვილი.

კომენტარები