„თამარ ბაჩალიაშვილი მოკლულია – არის მკვლელობა და არა თვითმკვლელობა“ – „ადამიანის უფლებათა ცენტრი”

ორგანზიაცია „ადამიანის უფლებათა ცენტრმა” დოკუმენტი მოამზადა, სადაც ნათქვამია, – პროკურატურა საქმეს ჯეროვნად არ სწავლობს, ცდილობს, საზოგადოება პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის  თბითმკვლელობაში დაარწმუნოს. 

ორგანზიაცია დაღუპული 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის საქმის განზრახ მკვლელობის მუხლით გადაკვალიფიცირებას ითხოვს. 

-„ამ დროისთვის, გამოძიება მიმდინარეობს თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით, რაც გათვალისწინებულია სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით. საქართველოს პროკურატურა, ცხედრის აღმოჩენის დღიდან (2020 წ. 22 ივლისი), მიზანმიმართულად ცდილობს შექმნას საზოგადოებრივი აზრი, – თამარ ბაჩალიაშვილმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. საქმეში არსებობს ბუნდოვანი გარემოებები, რაც ბაჩალიაშვილის მკვლელობაზე მიუთითებს. 

პროკურატურის მიმართ გვაქვს არაერთი კითხვის ნიშანი, საქმეში არის არაერთი ბუნდოვანი ნაწილი, რაც მთლიანად უარყოფს იმ ფაქტს, რომ ბაჩალიაშვილმა თავი მოიკლა, რაზეც ამდენი ხანია აპერილებს პროკურატურა. დოკუმენტში ყველა ეს ბუნდოვანი გარემოებაა წარმოდგენილი, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ ეს არის მკვლელობა და არა თვითმკვლელობა”, – აცხადებს “ადამიანის უფლებათა ცენტრის” იურისტი, ეკა ქობესაშვილი.

 

კომენტარები