თამარ გაბუნია: „ვირუსის მიმდინარეობის ხასიათი გარკვეულწილად შეიცვალა, რთული შემთხვევები“

-„ახლა კორონავირუსის რთული შემთხვევები ნაკლებია, ვიდრე  ეპიდემიის დასაწყისში იყო. ვირუსმა ხასიათი გარკვეულწილად შეიცვალა.

ამის მეცნიერული დასკვნა ჯერ არ არის, თუმცა, კლინიცისტების მიერ დამუშავებული ინფორმაცია მიუთითებს, რომ რთული შემთხვევები იმაზე ნაკლებია, ვიდრე ეპიდემიის დასაწყისში იყო“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ , თამარ გაბუნიამ.

საქართველოში COVID19-ის 196 შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 31 ადამიანი. მონაცემები stopcov.ge ზე განახლდა.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 2758 შემთხვევაა დადასტურებული. განკურნებულთა რაოდენობა კი 1412 შეადგენს. კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 19 პაციენტი გარდაიცვალა. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

კომენტარები