თამარ გაბუნია: „ვფიქრობ, საბავშვო ბაღებს რაღაც დროით მოუწევთ მოცდა, – უფრო უსაფრთხოდ“

-„მიზანშეწონილია, საბავშვო ბაღები სკოლებში სწავლის დაწყებიდან გარკვეული პერიოდის შემდეგ გაიხსნას.

ვფიქრობ, რაღაც დროით მოუწევთ მოცდა საბავშვო ბაგა-ბაღებს, უფრო უსაფრთხოდ რომ გაიხსნას, ვიდრე ახლა გავხსნათ და შემდეგ ისევ დასაკეტი გაგვიხდეს ყველაფერი. ორ-კვირიანი ინტერვალი არის ეპიდემიოლოგიურად მნიშვნელოვანი კრიტიკული პერიოდი შეზღუდვების მოხსნებს შორის,  ორი კვირა არის ის პერიოდი, რომელიც ავლენს,  რამე გაუარესება თუ გამოიწვია კონკრეტული შეზღუდვის მოხსნამ.

როდესაც სკოლებს გავხსნით 15 სექტემბერს,  სერიოზული გამოწვევაა, უნდა ვეცადოთ, სკოლები დავალაგოთ, სკოლების ეპიდემია ვაკონტროლოთ,  – კიდევ ერთი დამატებითი დიდი ჯგუფის გახსნა, როგორიც სავაბშვო ბაღები იქნება, გარკვეულწილად იქნება სარისკო.

ამიტომ, სჯობს ზომიერი და გარანტირებული გახსნის სტრატეგია გამოვიყენოთ. მესმის, ეს გარკვეულ უხერხულობას იწვევს, მაგრამ ეს არის გადაწყვეტილება, ეს ეპიდემიოლოგიურ რეკომენდაციებს ემაყრება“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ.

საბავშვო ბაღებში სწავლა პირველი ოქტომბრიდან, სკოლებში  15 სექტემბრიდან განახლდება.

„საქართველოს კერძო საბავშვო ბაგა-ბაღების ასოციაცია“ სააღმზრდელო პროცესის 3 სექტემბერს განახლებას ითხოვს.

კომენტარები