თამარ გაბუნია: „თბილისში გარკვეული მატება არის, – ეს მატება მილიონნახევრიანი ქალაქისთვის არ არის ეპიდემიოლოგიურად ისეთი, ამას მოჰყვეს დიდი შეზღუდვები რომ მოჰყვეს“

-„თბილისში გარკვეული მატება არის, თუმცა ეს მატება მილიონნახევრიანი ქალაქისთვის არ არის ეპიდემიოლოგიურად ისეთი, ამას მოჰყვეს დიდი შეზღუდვები რომ მოჰყვეს.

მიმდინარეობს აქტიური ფოკუსირებული პრევენციული ღონისძიებები, რაც ითვალისწინებს კონტაქტების გამოვლენას, მათ იზოლაციას და აქტიურ ტესტირებას მაღალი რისკის ჯგუფებში. ეს არის ის სტრატეგია, რომელიც ეფექტურია ასეთ შემთხვევებში. ვფიქრობ, შესაძლებელია, სტაბილურად მოხდეს შენარჩუნება, არ მივიღოთ ეპიდემიის გავრცელების ესკალაცია“, – განაცხადა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ.

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 7 პაციენტი გარდაიცვალა. ინფორმაცია ცოტა ხნის წინ ვებგვერდ StopCov.ge-ზე განახლდა.

საქართველოში კორონავირუსის 680 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გამოჯანმრთელდა 292 ადამიანი.

გასული დღე-ღამის განმავლობაში კოვიდინფიცირების ყველაზე ბევრი შემთხვევა თბილისში გამოვლინდა.

აჭარაში – 189 ახალი შემთხვევა, თბილისში – 297 , იმერეთში – 150, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 3, ქვემო ქართლში – 11, შიდა ქართლში – 12, გურიაში – 6, მცხეთა-მთიანეთში – 9, კახეთში – 2 და სამცხე-ჯავახეთში – 1 ახალი შემთხვევა.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 13 521 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულია 7 159 ადამიანი, გარდაიცვალა 109 პაციენტი, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

კომენტარები