თამარ გაბუნია – „ქვეყანას ექნება შესაძლებლობა, სრულად მოახდინოს იმ დოზების მობილიზება, რაც“

-„სამინისტრო გააგრძელებს მუშაობას, მოსახლეობის 60 პროცენტი რომ მოიცვას დაგეგმილ ვადებში, წლის ბოლომდე. ექსპერტებთან კონსულტაციები ვაქცინაციასთან დაკავშირებით იზრდება, ქვეყანა აქტიურად ემზადება უახლოეს პერიოდში ვაქცინაციის პროცესის დასაწყებად. განიხილება „ასტრაზენეკას“ ვაქცინის უფრო ფართოდ გამოყენების შესაძლებლობა.

საუბარი გვქონდა ასევე Pfaizer-ის ვაქცინაზეც. განვიხილავთ მოსალოდნელ ვაქცინებს, რომლებიც არის ავტორიზაციის პროცესში და ეტაპობრივად დაემატება კოვაქსის პლატფორმასაც, მწარმოებელთან პირდაპირი კომუნიკაციის გზითაც იქნება შესაძლებელი ამ ვაქცინების მიღება. ექსპერტებთან ვისაუბრეთ ამ პერსპექტივების შესახებ.

პროცესი ეტაპობრივად გაფართოვდება, ისე, როგორც გაწერილია გეგმის მიხედვით, რისკის ჯგუფების შესაბამისად, სამედიცინო პერსონალიდან დაწყებული, შემდეგ უკვე სხვა ასაკობრივი ჯგუფები, ქრონიკული დაავადების მქონე პირები, სტრატეგიულ სერვისებში დასაქმებული პირები, ეს იმის  შესაძლებლობას მოგვცემს, -სრულად მივიღოთ შედეგი, რასაც ვაქცინაციის პროგრამის შედეგად ვგეგმავთ. რა თქმა უნდა, ვაქცინებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების მოლოდინი ყველას გვაქვს, იგივე პროგნოზები ისმის ექსპერტების მხრიდანაც,  ქვეყანას ექნება შესაძლებლობა, უფრო სწრაფი ტემპებით, სრულად მოახდინოს იმ დოზების მობილიზება, რაც სჭირდება ქვეყნის 60 პროცენტის ვაქცინაციას და ვაქცინაციის გეგმის მიღწევას“, – განაცხადა  ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ.

კომენტარები