თამარ გაბუნია: შევცვლით ოჯახის ექიმისა და პაციენტის კომუნიკაციის ფორმას და გადავალთ პირდაპირ კომუნიკაციაზე

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ოჯახის ექიმისა და პაციენტის კომუნიკაციის ფორმა შეიცვლება. ამის შესახებ, მან „რუსთავი2“-ის ეთერში განაცხადა.

„მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ოჯახის ექიმთან არსებული შეფერხებები აღმოიფხვრას. უმრავლეს შემთხვევაში ოჯახის ექიმის ზარის დაყოვნება არის მაქსიმუმ ერთ საათამდე. ჩვენ ამ კვირაში შევცვლით ოჯახის ექიმისა და პაციენტის კომუნიკაციის ფორმას და გადავალთ პირდაპირ კომუნიკაციაზე, რაც უფრო გაამარტივებს პროცესს. მოდელი იხვეწება და ეს დაყოვნებები აღარ იქნება. სამინისტრო მუშაობს ცენტრალური ონლაინ კლინიკის გამართვაზე“, – აღნიშნა გაბუნიამ.

კომენტარები