თამარ თორაძე ძმების დახოცვის ამბავს იხსენებს – ჟორჟიკა (გიორგი) რურუა იყო პირველი ადამიანი, რომელმაც ისროლა, მერე იყო ის მეორე, ასე დაცხრილეს

1992 წლის მარტში სასტიკად მოკლული ძმები თორაძეების და, თამუნა თორაძე მომხდარის დეტალებს იხსენებს. მან ამ თემაზე ვრცელი ინტერვიუ „ალტ-ინფოს“ მისცა. თამარ თორაძე მაშინ 13 წლის იყო. დღეს ამერიკაში მცხოვრები თამარ თორაძე ყვება, თუ როგორ დაუხოცა პოლიტპატიმრად წოდებულმა გიორგი რურუამ ძმები.

„მოკლედ მოგვაგნეს, არ ვიცი ჩაგვიშვეს, გვიპოვეს. ჯერ ფანჯრებიდან დაგვიკაკუნეს – ვიცით აქ ხართ და ყუმბარებს შემოვყრით, გააღეთ კარებიო. იციან, რომ ბავშვები იქ ვართ. კახამ უთხრა მეზობელს, რომ გააღე კარები, აღარ აქვს აზრიო. თამრიკომ გააღო და ეს სიტყვები იყო – „ჩაწიეთ ავტომატები, ბავშვებს შეაშინებთ“ და რურუას ხმა მესმის – „თორაძეები აქ არიან?“. ჟორიკა რურუა იძახის, რომ „აქ არიან თორაძეები“. თამრიკო მეზობელი ეუბნება, რომ ბავშვები არიან. „დავხედავთ და წავალთ“. შემოვიდა. კახაზე მოშვერილი ავტომატი დაუჭირა ძმამ, რომ „რას შვრები ბიჭო? უიარაღოები ვართ, არ ისროლოთ“. ამავე დროს იმედოს გადაეფარა კახა და აი ესე მიუშვეს რა. ჟორიკა იყო პირველი ადამიანი, რომელმაც ისროლა. მერე იყო ის მეორე ადამიანი. ასე დაცხრილეს. მერე გადაწია ეს ავტომატი. ბუღი დადგა, რა თქმა უნდა. მე ვკიოდი. იქით კიდე ორი მეზობლის ბავშვი და ჩვენ – მე, ჩემი სამი და და ჩემი პატარა ძმა 15 წლის. მე 13 წლის ვიყავი. ისინი ყველა ჩემზე კიდევ უფრო პატარა ბავშვები იყვნენ. ჩემი 6 წლის და წლები დგებოდა ლოგინიდან და ტიროდა. არავის არ ვუსურვებ, რურუასაც კი არ ვუსურვებ იგივეს, რაც ჩვენ გაგვატარეს რურუებმა. არავის. გადაწია მერე ეს ავტომატი, ამოიღო იარაღი და ესე დაგვიმიზნა. როგორ შეიძლება ესე რომ გიყურებს ადამიანი, ვერ იცნო. ნიღბით არ იყო არც ერთი და არც მეორე. თეთრი მაისური ეცვა, ბრონი ჟილეტი. მისი სახე და ყველაფერი მახსოვს გადასარევად. ეს არის დაუვიწყარი. ამაში როგორ უნდა შეეპაროს ეჭვი ვინმეს? რა პირადი ინეტრესი მაქვს მე რურუებისგან? წლებია ამერიკაში ვცხოვრობ. გამოვიქეცი ამერიკაში და ვითხოვე პოლიტიკური თავშესაფარი ზუსტად მაგ ადამიანების გამო“, – ყვება თამარ თორაძე.

იგი ამ ეტაპზე არ ასახელებს მეორე ადამიანის ვინაობას და ინფორმაციას გამოძიებისთვის ინახავს.

ალტ – ინფო

მოამზადა ირაკლი ჯანყარაშვილმა

კომენტარები