თამარ მეფის პასუხი ნუქარდინს, „ცხოვრება მეფეთ-მეფისა თამარისი“ – „ძალსა ღმრთისა ყოვლისა მპყრობელისასა მინდობილმან და მარადის ქალწულისა მარიამის მვედრებელმან და პატიოსნისა ჯვარისა სასოებით მოსავმან წავიკითხე ღმრთისა განმარისხებელი წიგნი შენი, ჰოი ნუქარდინ

-„ძალსა ღმრთისა ყოვლისა მპყრობელისასა მინდობილმან და მარადის ქალწულისა მარიამის მვედრებელმან და პატიოსნისა ჯვარისა სასოებით მოსავმან წავიკითხე ღმრთისა განმარისხებელი წიგნი შენი, ჰოი ნუქარდინ, და ვსცან სიცრუენი შენნი, რომელთა ბჭე ღმერთი იყოს. არა გასმიესა, რამეთუ „ყოველი ცრუდ მფუცავი სახელსა ღმრთისასა მის მიერ აღიხოცოს?“

შენ ოქროსა შეკრებულთა სიმრავლისა მევირეთა მინდობილ ხარ, უმეცარი მსჯავრსა ღმრთისასა, ხოლო მე არცა სიმდიდრეთა, არცა სპათა ჩემთა სიმრავლესა, არცა სხვასა კაცობრივსა საქმესა მინდობილ ვარ, არამედ ძალსა ღმრთისა ყოვლისა მპყრობელისასა და შეწევნასა ქრისტეს ჯვარისასა, რომელსა შენ ჰგმობ…“

თამარ მეფის პასუხი ნუქარდინს, „ცხოვრება მეფეთ-მეფისა თამარისი“

კომენტარები