თამარ მიქელაძეს “კორონამდეც” ბევრი გაუხარებია

– “კი მითხრა არ დაწეროო მაგრამ მაინც დავწერ!!! ამ ადამიანზე ბევრი სმენია ჩვენს მეგობრებს, თამარ მიქელაძე ემიგრანტი საბერძნეთიდან, ,,კორონამდეც,, ბევრი ადამიანის გული გაუხარებია, ბევრი პატარასთვის უჩუქებია სიხარულის დღეები და ვერც ეს ვერაგი ვირუსი უქმნის დაბრკოლებას აკეთოს სიკეთე, ეს არის ადამიანი სიკეთე, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით, რომელიც მის ლუკმას, ნაშრომს უყოფს გაჭირვებულებს, სრულიად უცნობ ადამიანებს, განურჩევლად მათი რელიგიური, პოლიტიკური თუ ეროვნული კუთვნილებისა…საბერძნეთიდან მეგობრები მირეკავენ რომელთაც კრიზის ცენტრი აქვთ გახსნილი ჩვენი თანამემამულეების დასახმარებლად, დროებით უმუშევრების გამოსაკვებად, თურმე ქ.თამარი იმათაც უგზავნის საკვებს, ფულს, სახლიდან გაუსვლელად, ტაქსს ქირაობს და ისე უგზავნის რადგან კარანტინის წესებიდან გამომდინარე თავად არ შეუძლია გარეთ გასვლა, ამას არ ჯერდება და საქართველოშიც არ წყვეტს ხელი გაუმართოს გაჭირვებაში მყოფს თანამემამულეებს, ზოგს კომულნალურს უხდის, ზოგს თანხას უგზავნის, ზოგთან პროდუქტებს გზავნის.დღესაც მოწიწებით და მორიდებით გვთხოვა რომ, ლოტკინზე ერთი გაჭირვებული ბებოსთვის ნობათი მიგვეტანა რომელიც, სამ შვილიშვილს გაჭირვებაში ზრდის.ხალხნო განა რამდენი აქვს? ერთი ჩვეულებრივი ემიგრანტის საშუალო ხელფასი აქვს, არც ბიზნესს ფლობს ემიგრაციაში და არც არავინ ჩუქნის რამეს.თავის ნაოფლარს, მისი შვილების ლუკმას უყოფს სხვას..იმრავლოს თამარისნაირმა ღვთისნიერმა ადამიანებმა, მიყვარხარ ჩემო გულმართალო💖🌷.
უფალმა სიკეთით დაგიბრუნოს ამდენი უანგარო ქველმოქმედება.შენ ხარ სახე კეთილშობილებისა….
სანამ თამარისნაირი ადამიანები იბადებიან საქართველოში, ჩვენს ქვეყანას ვერც კორონა და ვერც სხვა უფრო საშიში მტერი ვერაფერს დააკლებს. ვუსურვებ მალე დაბრუნებას სამშობლოში და ღირსეულ ცხოვრებას მის საყვარელ, მონატრებულ საქართველოში.💖🙏” – წერს თეონა ნაცვალაძე

კომენტარები