თამარ ჩერგოლეიშვილი გერმანიის საელჩოს პასუხობს – „რედაქტორის წერილით გავცემ პასუხს“

-„მოხარული ვარ, რომ გერმანიის ელჩი გამოგვეხმაურა.

რედაქტორის წერილით გავცემ პასუხს.

წინა კვირას ინტერვიუ ვთხოვეთ და თხოვნა კვლავ ძალაშია”, – წერს „ტაბულას” რედაქტორი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში, გერმანიის საელჩოს პასუხობს.

საქართველოში გერმანიის საელჩო „ტაბულას“ რედაქციას წერილით მიმართავს:

-„პატივცემულო ქალბატონო თამარ, გერმანიის ელჩმა აღმოაჩინა, რომ მისი პიროვნებისადმი ინტერესი მას შემდეგ გაიზარდა, რაც მას 8 მარტის შეთანხმების შინაარსის შეხსენება მოუხდა. ამის შემდეგ, მოკლე ხანში თქვენ „ტაბულას“ საიტზე ახსენეთ ინტერვიუ, რომელიც ელჩმა ნახევარი წლის წინ მისცა. თქვენ წერთ, თითქოს ამ ინტერვიუში ელჩი ამბობს, რომ 2019 წლის 20 ივნისს პოლიციის მიერ გამოყენებული ძალა პროპორციული იყო. ამით ელჩის გამონათქვამს არასწორად გადმოსცემთ. სინამდვილეში ელჩმა განაცხადა, რომ პოლიციის მხრიდან ძალის გამოყენება გარკვეულ სიტუაციებში აუცილებელი შეიძლება გახდეს, მაგრამ პროპორციული უნდა იყოს. თქვენს გავრცელებული არასწორი გამონაქვამი სხვა ქართულმა მედიასაშუალებებმა გამოიყენეს და გაავრცელეს.
დავადგინეთ, რომ ამასობაში თქვენ გაასწორეთ ციტირებული პასაჟები ინტერვიუდან. ამის მიუხედავად მაინც მოგიწოდებთ, მიჰყვეთ მიღებულ საერთაშორისო ჟურნალისტურ პრაქტიკას, რაც იმას ნიშნავს, რომ ასევე მკაფიოდ და თვალსაჩინოდ აღიაროთ თქვენს მიერ გავრცელებული მცდარი გამონათქვამი და გაასწოროთ იგი. ის, რომ ამასობაში უჩუმრად გამოაქვეყნეთ უკეთესი ინტერპრეტაცია, არ არის საკმარისი.

პატივისცემით,იან ბიტნერი, ელჩის მოადგილე ეკონომიკის განყოფილების უფროსი / იურიდიული და საკონსულო განყოფილების უფროსი“.

ეს ინფორმაცია საელჩოს ვებგვერდზე გავრცელდა.

Deutsche Botschaft Tiflis გერმანიის საელჩო თბილისი

59 წუთის წინ

გერმანიის ელჩის ინტერვიუდან „ტაბულაში“ გამოქვეყნებულ გამონათქვამებთან დაკავშირებით გერმანიის ელჩის მოადგილემ მთავარ რედაქტორს შემდეგი წერილი გაუგზავნა:

პატივცემულო ქალბატონო თამარ,
გერმანიის ელჩმა აღმოაჩინა, რომ მისი პიროვნებისადმი ინტერესი მას შემდეგ გაიზარდა, რაც მას 8 მარტის შეთანხმების შინაარსის შეხსენება მოუხდა. ამის შემდეგ, მოკლე ხანში თქვენ „ტაბულას“ საიტზე ახსენეთ ინტერვიუ, რომელიც ელჩმა ნახევარი წლის წინ მისცა. თქვენ წერთ, თითქოს ამ ინტერვიუში ელჩი ამბობს, რომ 2019 

იხილეთ მეტი

კომენტარები