თამბაქოსგან გამოწვეული დაავადებებით საქართველოში ყოველწლიურად 11 400 ადამიანი იღუპება!

31მაისს მსოფლიო თამბაქოსთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. ამ დღეს, მსოფლიოს მასშტაბით  კეთდება აქცენტები თამბაქოს მავნე ზეგავლენასა და  მისგან გამოწვეულ  რისკებზე.

კვლევებით დადგინდა, რომ მწეველობა, პასიური მოწევა და მასთან დაკავშირებული მდგომარეობები საქართველოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ერთ-ერთ უმთავრეს პრობლემას წარმოადგენს. თამბაქოს 3 მოხმარების მაჩვენებლები ერთ-ერთი ყველაზე მაღალია ევროპის რეგიონის ქვეყნებს შორის. საქართველოში ყოველწლიურად 11 400 ადამიანი იღუპება თამბაქოსგან გამოწვეული დაავადებებით. სადღეისოდ, თამბაქოს მოიხმარს მოზრდილი მოსახლეობის დაახლოებით 31%;

კომენტარები