თამთა მეგრელიშვილი დავით ბაქრაძეს პასუხობს-“მინდა სევდანარევი სიმძიმითა და ფაქტებით შევეხო დევნილების თემას და თქვენს ტყუილზე დიახ, ტყუილზე, ფაქტებით გიპასუხოთ!”

იურისტი თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში დავით ბაქრაძის სარეკლამო პოსტს გამოეხმაურა და წერს-

,,სირცხვილია, რომ 8 წელია, ოცნების პირობებში დევნილებისა და ვეტერანების დახმარება არ გაზრდილა…..“
ეს არის „ევროპული საქართველოს“ ლიდერის დავით ბაქრაძის ერთ-ერთი ბოლო გზავნილი, რომელიც ვფიქრობ მისთვისაც ღიმილის მომგვრელია…

ბატონო დავით, დევნილების თემაზე თქვენ მიერ გაჟღერებული ეს ინფორმაცია
სამარცხვინოა!

მინდა სევდანარევი სიმძიმითა და ფაქტებით შევეხო დევნილების თემას და თქვენს ტყუილზე დიახ, ტყუილზე, ფაქტებით გიპასუხოთ!

წლების განმავლობაში არ არსებობდა დევნილთა პრობლემების მოგვარების პოლიტიკური ნება და სახელმწიფო სტრატეგია.
2008 წლის ომის შემდეგ, ევროკავშირმა საქართველოს დასახმარებლად 4.5 მილიარდი დოლარი გამოყო, რომლის ნაწილი დევნილთა განსახლებას უნდა მოხმარებოდა, მაგრამ ეს თანხები არამიზნობრივად გაიხარჯა!

2012 წლიდან რადიკალურად შეიცვალა მიდგომები და დევნილების პრობლემატიკა „ქართული ოვნების“ ხელისუფლების ერთ-ერთ პრიორიტეტად იქცა!

ისე რომ იცოდეთ
1992-2012 წწ. დაკმაყოფილდა 19 000 დევნილი ოჯახი.
2013 წლიდან დღემდე 41 000 მდე დევნილი ოჯახია დაკმაყოფილებული.
2020 წლის ბოლომდე დამატებით საცხოვრებელი სახლით 2 000-ზე მეტი დევნილი ოჯახი დაკმაყოფილდება.

დამატებითი ინფორმაციის ფლობაც დევნილებისათვის არსებულ სოციალურ პაკეტზე ნამდვილად არ გაწყენთ.

2014 წლის 1 მარტიდან დევნილები 22 ლარის მაგივრად 45 ლარის შემწეობას იღებენ;
გაუქმდა დევნილთა კომპაქტური და კერძო დასახლების ობიექტის ცნება და ყველა დევნილი იღებს თანაბარი რაოდენობის დევნილის შემწეობას;
დევნილს აღარ შეუწყდება დევნილის შემწეობის დარიცხვა საქართველოს საზღვრებს გარეთ ორ თვეზე მეტი ვადით ქვეყნიდან გასვლის შემთხვევაში, თუ ეს გასვლა დაკავშირებულია სამსახურებრივ მივლინებასთან, სწავლასთან ან სამედიცინო დაწესებულებაში მკურნალობასთან.
2014 წლის 3 ივნისიდან, გადაუდებელი საჭიროების შემთხვევაში, დევნილი ოჯახები ქირის თანხით არიან უზრუნველყოფილნი.
2017 წლის 2 მაისიდან ასევე, მოქმედებს ერთჯერადი ფულადი დახმარების პროგრამაც.

დევნილები ჩვენი საზოგადოების ის ნაწილია, რომლებმაც ყველაზე ძვირფასი – ოჯახის წევრები დაკარგეს; დაკარგეს სახლ-კარი, დაკარგეს ყველაფერი, მაგრამ არ დაუკარგავთ ყველაზე მთავარი-ღირსება….

განურჩევლად პოლიტიკური შეხედულებებისა, ამ ადამიანების უბედურებით პოლიტიკური სპეკულაციები წარმოუდგენელი უღირსობა და უბრალოდ სიმდაბლეა!”-წერს თამთა მეგრელიშვილი

მოამზადა ნათია ბერიძემ

კომენტარები